ზიდანმა ნაკრები მოინახულა

AutoSharing Option
ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების საწვრთნელ ბანაკს ეწვია. ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა "სამფეროვნებს" გუნდის ამჟამინდელი თავკაცისა და მისი მეგობრის, ლორან ბლანის თხოვნით ესტუმრა. ზიდანმა ნაკრების ღია ვარჯიშს ადევნა თვალი, რის შემდეგაც ფეხბურთელებს გაესაუბრა.

"მომიწვიეს იმისთვის, რომ ნაკრების წევრებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. ამ წინადადებას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ყველამ კარგად იცის, რომ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების თქმა არც მიყვარს და არც მეხერხება. მე ბიჭებს მხოლოდ წარმატებები ვუსურვე და იმედი გამოვთქვი, რომ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ისეთ გამარჯვებებს მიაღწევენ, როგორსაც მე მივაღწიე", - ამბობს ზიზუ.

ფრანგები
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს ხვალ ბელარუსთან მატჩით იწყებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული