3 სექტემბერი
სომხეთი-ირლანდია
ანდორა-რუსეთი
სლოვაკეთი-მაკედონია
მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერმოხვედრის შემდეგ, რუსეთი კიდევ ერთი საკვალიფიკაციო "ეტაპის ჩაგდებას" ვერ გადაიტანს. გუუს ჰიდინკი დიკ ადვოკაატმა შეცვალა და რუსები მას მიზნად ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას უსახავენ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან რუსეთის ნაკრებს არც ამჯერად უმტყუნა ბედმა და ისეთ ჯგუფში მოხვდა, რომელშიც პირველი ადგილის დაკავება ნამდვილად ხელეწიფება. ადვოკაატის გუნდის მთავარი კონკურენტები ირლანდია და სლოვაკეთი იქნებიან, თუმცა არც მაკედონია უნდა ჩამოვწეროთ.
რუსეთი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ჯგუფის უპირობო აუტსაიდერთან, ანდორასთან გასვლითი მატჩით იწყებს. მართალია, ისეთი დრო
ლოგიკურად, პირველ ტურში სამი ქულის მოპოვება არც ირლანდიის ნაკრებს უნდა გაუჭირდეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ირლანდიელებს რუსებზე რთული მატჩი ელით - სომხეთში. მას მერე, რაც ირლანდიამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური სკანდალურად დაკარგა (გაიხსენეთ ტიერი ანრის ხელით თამაში), ჯოვანი ტრაპატონი და მისი შეგირდები ორმაგად მოტივირებულები არიან. ტრაპატონის თქმით, მისი გუნდისთვის ერევნიდან სამი ქულის წაღება აუცილებელია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ მატჩში ტრაპი ტრავმირებულ დემიენ დაფს ვერ გამოიყენებს.
ჯგუფის მესამე ფავორიტს, სლოვაკეთის ნაკრებს კი, პირველ ტურში მეტოქედ აუტსაიდერთა ტრიოდან ყველაზე ძლიერი, მაკედონიის ნაკრები ერგო. მინიმუმ სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის შემდეგ, სლოვაკეთს ყველა პატივს სცემს. მსოფლიოს ჩემპიონატზე რობერტ ვიტეკმა (4 გოლი) და კომპანიამ სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს. სლოვაკებიც მხოლოდ სამ ქულას გეგმავენ, მაგრამ არ ავიწყდებათ, რომ მაკედონიის ნაკრების ჩამოწერა არ შეიძლება. სტუმრებს თავიანთი ლიდერი, გორან პანდევი მწყობრში ჰყავთ.