3 სექტემბერი
რუმინეთი-ალბანეთი
ლუქსემბურგი-ბოსნია
საფრანგეთი-ბელარუსი
სამხრეთ აფრიკაში ძალიან მაგრად შერცხვენილი საფრანგეთი რეაბილიტაციას ბელორუსთან საშინაო მატჩით იწყებს. ზოგადად, ფრანგები აბსოლუტურად ყველაფერს თავიდან იწყებენ და გუნდში ყველა და თითქმის ყველაფერი ახალია: რაიმონ დომენეკი ლორან ბლანმა შეცვალა და ფრანგული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ზინედინ ზიდანი ამბობს, ბლანი ზუსტად ის კაცია, ვინც ჩვენი ნაკრები უნდა გაწვრთნასო. ბელორუსთან მატჩში ვერ ვიხილავთ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ, სამხრეთ აფრიკაში ატეხილი სკანდალის გამო დასჯილ ფეხბურთელებს: ჯერემი ტულალანს (ერთი მატჩი), ფრანკ რიბერის (სამი) და პატრის ევრას (ხუთი).
მთავარი
ევრო 2008-ზე თამაშის შემდეგ, რუმინეთის ნაკრებმა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავი შეირცხვინა და თუ რუმინელებს ევრო 2012-ის საგზურის მოპოვება უნდათ, საკუთარ მოედანზე ალბანეთი აუცილებლად უნდა დაამარცხონ. ამის გაკეთება კი რუმინელებს მთავარი ვარსკვლავის, ადრიან მუტუს გარეშე მოუწევთ, რომელიც დოპინგის მოხმარების გამოა დისკვალიფიცირებული. ვინღა დარჩა რუმინეთს? რა თქმა უნდა, კრისტიან კივუ (ინტერი) და მასთან ერთად მცველი კოზმინ კონტრა, ასევე, გაბრიელ ტამაში და ფორვარდი ჩიპრიან მარიკა. ალბანელები სენსაციის მოხდენაზე კი ფიქრობენ, მაგრამ დიდი შანსია, რომ ვერაფერი გააწყონ. ჩვენ მაინც გეტყვით, რომ ალბანელთა მთავარი იმედი "გალათასარაის" ფეხბურთელი ლორიკ კანაა. მასთან ერთად, ნაკრებში თამაშობენ ძველი ნაცნობები: ერვინ სკელა და იტალიური "ჩეზენას" თავდამსხმელი ერიონ ბოგდანი.
ლუქსემბურგისა და ბოსნიის მატჩშის ლოგიკურად, ყველაფერი თავიდანვე ნათელია: ბოსნია ფავორიტია და ნებისმიერი შედეგი, გარდა ბოსნიის გამარჯვებისა, უდიდესი სენსაცია იქნება. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლუქსემბურგმა 2008 წლის 10 სექტემბერს ერთხელ უკვე მოახდინა უდიდესი სენსაცია, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში სტუმრად შვეიცარიას მოუგო და ოტმარ ჰიტცფელდს დებიუტი ჩაუმწარა.