ევრო 2012. E ჯგუფი. ხელშეუხებელი მხოლოდ ჰოლანდიაა

AutoSharing Option
E ჯგუფი
3 სექტემბერი
მოლდოვა-ფინეთი
შვედეთი-უნგრეთი
სან მარინო-ჰოლანდია

ფინეთის ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი რომ არ არის, ეს გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საკუთარ თავზე გამოსცადა, როცა ბუნდესგუნდი და ფინეთი ერთ ჯგუფში იყვნენ და იოახიმ ლიოვის გუნდმა ფინეთი ვერცერთხელ ვერ დაამარცხა (3:3 და 1:1). ასე რომ, ფინელებს ნაღდად შეუძლიათ, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე იოცნებონ - ამ ჯგუფში მათ აქვთ იმის შანსი, რომ 2012 წლის ზაფხულში პოლონეთსა და უკრაინაში გაემგზავრონ. ოღონდ, ამისთვის საჭიროა, რომ ფინეთმა მოლდოვაში კარგი სტარტი აიღოს, რადგან სერიოზული კონკურენტები ჰყავს.
ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შვედებს და უნგრელებსაც სურთ, რომლებიც დღეს ერთმანეთს უპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები მუნდიალის შესარჩევ ციკლშიც ერთ ქვეჯგუფში იყვნენ...

ზოგადად კი, ამ ქვეჯგუფში მხოლოდ ერთი გუნდია აბსოლუტური, ასე ვთქვათ, ხელშეუხებელი ფავორიტი - რა თქმა უნდა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ჰოლანდიას ვგულისხმობთ. დღეს კი ნარინჯისფრებთ იოლი გასეირნება ელით სან მარინოში. დიდი შანსია, რომ ჰოლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ბერტ ვან მარვიიკმა თავდასხმაში, ტრავმირებული რობინ ვან პერსის ნაცვლად, ნაკრებში დაბრუნებული რუუდ ვან ნისტელროი ათამაშოს, რომელმაც ახალი სეზონი ჩინებულად დაიწყო და ბუნდესლიგის ორი ტურის შემდეგ სამი გოლი აქვს გატანილი.

"რუუდი ახლა უკვე კარგ ფორმაშია, მუნდიალის წინ კი არასახარბიელოდ გამოიყურებოდა. სამხრეთ აფრიკაში ამიტომაც არ წავიყვანე და ხომ ხედავთ, როგორც კი მოუმატა, მაშინვე გამოვიძახე," - თქვა ვან მარვიიკმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული