3 სექტემბერი
ჩერნოგორია-უელსი
ინგლისი-ბულგარეთი
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ასპარეზობა კატასტროფულად შეფასდა და ფაბიო კაპელოს მუნდიალის შემდეგაც მაგრად აკრიტიკებენ, ამ ქვეჯგუფში ინგლისი ნომერ პირველი ფავორიტია. კაპელოს გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს კონკურენტ ბულგარეთთან მატჩით იწყებს. მართალია, ჯონ ტერის, ფრენკ ლემპარდისა და პიტერ კრაუჩის სახით, ინგლისს სამი წამყვანი ფეხბურთელი აკლია, სამაგიეროდ, ფაბიოს გამოძახებული ჰყავს ორი იმედისმომცემი ფეხბურთელი: 23 წლის მეკარე ჰარტი, რომელიც "მანჩესტერ სიტიში" ბრწყინავს და უნგრეთთან ამხანაგურ მატჩშიც შესანიშნავად ითამაშა და 21 წლის უოლკოტი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში არ
"ფაბიოს ყველა ფეხბურთელი მხარში უდგას და მჯერა, კაპელოს ხელში უდიდეს წარმატებებს მივაღწევთ," - ეს გარეთ ბერის სიტყვებია.
ინგლისისა და ბულგარეთის დაპირისპირებამდე ერთმანეთს ამბიციური ჩერნოგორია და უელსი შეხვდებიან, კაპელოს გუნდის მთავარი კონკურენტი შვეიცარია კი დღეს ისვენებს. შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს ინგლისი სწორედ დასვენებულ შვეიცარიას ესტუმრება. ასე რომ, ინგლისის ნაკრები პირველ ორ ტურში, ორივე კონკურენტთან ბრძოლებს მოითავებს და საინტერესოა, რამდენ ქულას აიღებენ კაპელოს ბიჭები ამ ორ შეხვედრაში. თუ ორივე თამაში მოიგეს, ინგლისის პირველობას ჯგუფში წყალი არ გაუვა...