ევრო 2012. H ჯგუფი. არც რონალდო, არც კეირუში

AutoSharing Option
H ჯგუფი
3 სექტემბერი
ისლანდია-ნორვეგია
პორტუგალია-კვიპროსი

ამ ქვეჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატის ორი მონაწილე მოხვდა: პორტუგალია და დანია. შესაბამისად, ლოგიკური იქნება, თუ ვიტყვით, რომ პირველი ადგილისთვის სწორედ ეს ორი გუნდი იბრძოლებს. ნორვეგიას და კვიპროსს რაოდენ დიდ პატივსაც არ უნდა ვცემდეთ, წესით, მათთვის პირველი ადგილი მიუწვდომელი უნდა იყოს, მეორე ადგილისთვის კი მაქსიმუმ დანიას გაუწიონ კონკურენცია, თუმცა ვნახოთ...

დანია საქმეში სამშაბათიდან ჩაერთვება, დღეს კი პორტუგალიის ნაკრების ყურადღების ცენტრში, რომელიც საქართველოს ნაკრების ყოფილ მეტოქეს, კვიპროსს მასპინძლობს. პორტუგალია ფავორიტია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ პირენეელები კვიპროსთან
მატჩს პრობლემებით ხვდებიან. ყველაზე მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდოს არყოფნაა, რომელსაც ტრავმა აქვს. ამას კი ისიც ემატება, რომ მწვრთნელ კარლუშ კეირუშს ცნობილი დოპინგ-სკანდალის გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ამრიგად, პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სტარტზე კეირუშის ასისტენტის, აგოსტინო ოლივეირას პასუხისმგებლობის ქვეშაა. ჯგუფის მეორე მატჩში კი, ისლანდია ნორვეგიას მასპინძლობს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული