3 სექტემბერი
ისლანდია-ნორვეგია
პორტუგალია-კვიპროსი
ამ ქვეჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატის ორი მონაწილე მოხვდა: პორტუგალია და დანია. შესაბამისად, ლოგიკური იქნება, თუ ვიტყვით, რომ პირველი ადგილისთვის სწორედ ეს ორი გუნდი იბრძოლებს. ნორვეგიას და კვიპროსს რაოდენ დიდ პატივსაც არ უნდა ვცემდეთ, წესით, მათთვის პირველი ადგილი მიუწვდომელი უნდა იყოს, მეორე ადგილისთვის კი მაქსიმუმ დანიას გაუწიონ კონკურენცია, თუმცა ვნახოთ...
დანია საქმეში სამშაბათიდან ჩაერთვება, დღეს კი პორტუგალიის ნაკრების ყურადღების ცენტრში, რომელიც საქართველოს ნაკრების ყოფილ მეტოქეს, კვიპროსს მასპინძლობს. პორტუგალია ფავორიტია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ პირენეელები კვიპროსთან