ევრო 2012. I ჯგუფი. ესპანელები არგენტინაზე უფრო ფიქრობენ

AutoSharing Option
I ჯგუფი
3 სექტემბერი
ლიტვა-შოტლანდია
ლიხტენშტაინი-ესპანეთი

დაგვრჩა ბოლო ჯგუფი, სადაც მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები პროგრამას სახელწოდებით "ტიტულის შენარჩუნება" ვადუცში, ლიხტენშტაინის წინააღმდეგ გასამართი მატჩით იწყებს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ დღემდე ტიტული ევროპის არცერთ ჩემპიონს არ შეუნარჩუნებია. ესპანელებს ლიხტენშტაინელთა დამარცხება რომ არ უნდა გაუჭირდეთ, ამაზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს, მარტო იმ "ყბადაღებულ" მოსაზრებას თუ გავიმეორებთ, რომ მოქმედ ჩემპიონებს შესარჩევი ციკლის წარმატებით დაწყება ხანდახან უჭირთ ხოლმე.

მაგრამ არის კი ლიხტენშტაინი ისეთი გუნდი, რომელთანაც ესპანეთს რამე უნდა გაუჭირდეს? რა თქმა უნდა,
არა!
ვისენტე დელ ბოსკემ ახლახანს გამოჯანმრთელებული ფერნანდო ტორესი რომ გამოიძახა, ამით "ლივერპულის" თავკაცი როი ჰოჯსონი გააბრაზა, რომელსაც მიაჩნია, რომ დელ ბოსკეს შეეძლო, "ელ ნინიო" ლიხტენშტაინთან არ უაზროდ არ დაეტვირთა და როგორმე მის გარეშე გასულიყო ფონს. თანაც, ესპანეთი სამშაბათს არგენტინასთან ამხანაგურად ითამაშებს და ჰოჯსონი პირდაპირ ამბობს, ტორესი კიდევ რომ დაშავდეს, ალბათ ჭკუიდან შევიშლებიო.

"ლიხტენშტაინთან მთავარია, სამი ქულა მოვიპოვოთ. აი, არგენტინასთან მატჩს კი მართლა უდიდესი მონდომებით ველით," - ეს სერხიო ბუსკეტსის სიტყვებია. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ "ფურია როხა" ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ დელ ბოსკეს გუნდის კონკრენტებად შეიძლება, შოტლანდია და ჩეხეთი მივიჩნიოთ. სხვათა შორის, ორივე ეს გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს ლიტვასთან მატჩით იწყებს: შოტლანდია ლიტვას დღეს ეთამაშება, ჩეხეთი კი სამშაბათს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული