თუმცა გუშინ მოედანზე იყო ფეხბურთელი, რომელსაც სტუმრებმა ვერაფერი მოუხერხეს. იოსი ბენაიუნმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ ებრაელთა გამორჩეული ფეხბურთელია, ევროპული დონის ვარსკვლავიცაა.
ისრაელმა სწრაფი გოლი გაიტანა და ალბათ, ყველას ეგონა, რომ მეტოქის კარს კიდევ არაერთხელ დალაშქრავდა, მაგრამ მოულოდნელად, პირველი ტაიმის ბოლოს მალტამ წონასწორობა აღადგინა.
ისრაელი-მალტა 3:1
ისრაელი: ავათე, ბენ ჰაიმი, ბონდარვი, ქაიალი (86. გოლასა), ა. კოჰენი, რაფაელოვი, ტ. კოჰენი, ბენ-დაიანი, საჰარი (73. არბეიტმანი), ზაჰავი (51. ვერმუთი), ბენაიუნი.
მალტა: ჰოგი, კარუანა, მამო, შიბერასი, აგიუსი, ბოგდანოვიჩი (57. კოენი), ბრიფა (82. ფაილა), პეისი, ერერა (80. ე. მუსკატი), ბაიადა, მიფსუდი.
გოლები: 1:0 ბენაიუნი (7), 1:1 პეისი (38), 2:1 ბენაიუნი (64. პენ.), 3:1 ბენაიუნი (75).
გაფრთხილება: ბოგდანოვიჩი (34), ბენაიუნი (40), კოენი (61), პეისი (90).
არბიტრი: ს. ენიიმი (საფრანგეთი).