რუნიმ ყველა აღაფრთოვანა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებმა ევრო-2012-ის შესარჩევ კამპანიაში ჩინებული სრარტი აიღო – ფაბიო კაპელოს ბიჭებმა ბულგარეთის ეროვნული გუნდი 4:0 გაანადგურეს.

მართალია, ჯერმეინ დეფომ ამ თამაშში ჰეთ-თრიქი შეასრულა, მაგრამ ინგლისელთა შორის საუკეთესო სულ სხვა ფეხბურთელი იყო – უეინ რუნი. მანჩესტერელი ფორვარდის ბრწყინვალე თამაშმა არათუ ინგლისელი ფანები აღაფრთოვანა, არამედ რუნის თანაგუნდელებიც. ერთ-ერთი მათგანი თეო უოლკოტიცაა...

"ფიგურალურად ვიტყვი: რუნიმ სამნახევარი საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს იმაზე მეტყველებს, რამდენად მრავალფეროვანი ფეხბურთელია უეინი. მას არამხოლოდ გოლების გატანა ეხერხება, რუნი გუნდისთვის ყოველმხრივ სასარგებლო ადამიანია.

რუნის ნაკრების სქემაში გამოკვეთილი ამპლუა არ
აქვს, ის თავისუფალი შემოქმედია. ამ პოზიციაზე უეინს ნაკრებისთვის უდიდესი ხეირი მოაქვს.

4:0 ის ანგარიშია, რომელიც საკუთარი ძალების რწმენას შეგვმატებს. ახლა შვეიცარიაში გასვლა გველის და დარწმუნებული ვარ, დადებით შედეგს მივაღწევთ, თუ ისეთივე სტილში ვითამაშებთ, როგორც ბულგარეთთან", - თქვა უოლკოტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული