დიდების დარბაზი 26 წლის ასაკში?

AutoSharing Option
სამშაბათს შოტლანდიის ნაკრები ევრო-2012-ის შესარჩევ მატჩში ლიხტენშტაინელებს დაუპირისპირდება, ხოლო სქოთთა კაპიტანი დარენ ფლეტჩერი თავის 50-ე სანაკრებო შეხვედრას ჩაატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი იმ პირობას დააკმაყოფილებს, რომელიც ქვეყნის საფეხბურთო კავშირმა შოტლანდიის ფეხბურთის დიდების დარბაზში მოხვედრისთვის დააწესა.

შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტ პიტერ ჰიუსტონს მიაჩნია, რომ ფლეტჩერს ყველა შანსი აქვს იმისა, რომ ლეგენდარული კენი დალგლიშის რეკორდი გააუმჯობესოს. ცნობისთვის, დალგლიშმა შოტლანდიის ეროვნულ გუნდში 102 მატჩი ჩაატარა.

"წარმოიდგინეთ, რა განწყობით ხვდება დარენი ამ მატჩს – ეს ხომ მისი 50-ე სანაკრებო თამაში
იქნება. 26 წლის ასაკში ამის მიღწევა უდიდესი პატივია, - ამბობს პიტერ ჰიუსტონი, - ფლეტჩერი ფანტასტიკური ფეხბურთელია და მას სავსებით შეუძლია 100-მატჩიანი ნიშნულის გადალახვა. ეს შოტლანდიელთაგან მხოლოდ კენი დალგლიშმა შეძლო და ასეთ ადამიანთან ერთ კომპანიაში მოხვედრა წარმოუდგენელი აღიარება იქნება.

დარენი კარგ საფეხბურთო ასაკშია და, მართალია, ყოველ უქმეებზე "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობს, თავის პატრიოტულ ვალდებულებებზე უარი არასდროს უთქვამს. ერთხელაც არ მომხდარა, ფლეტჩერი თუნდაც ამხანაგურ მატჩზე არ ჩამოსულიყო – უბრალოდ, მას შოტლანდიის ნაკრებში თამაში სურს.

დარენი ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა აღზარდა, ვინც ყოველთვის ოცნებობდა ძლიერ შოტლანდიის ნაკრებზე. დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელი როგორც ფლეტჩერის თამაშითაა კმაყოფილი, ისე მისი ადამიანური თვისებებითაც".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული