ევრო 2012. B ჯგუფი. ყურადღების ცენტრშია მოსკოვი

AutoSharing Option
რუსეთი-სლოვაკეთი
მაკედონია-სომხეთი
ირლანდია-ანდორა

პირველმა ტურმა B ჯგუფი ორ ნაწილად გაყო: მოგებულები და წაგებულები. სამქულიან ტრიოში მოლოდინისამებრ რუსეთი, ირლანდია და სლოვაკეთი მოხვდნენ, აუტსაიდერებში კი მაკედონია, სომხეთი და ანდორა. საინტერესო ის არის, რომ დღეს მოგებულთაგან ორი გუნდი ერთმანეთს უპირისპირდება: რუსეთის ნაკრები, რომელმაც ანდორა დაამარცხა, მოსკოვში სლოვაკეთს მასპინძლობს და ეს არის ბრძოლა ერთპიროვნული ლიდერობისთვის.

თუკი რუსებს ანდორას დამარცხება არ გაუჭირდათ, სლოვაკეთმა მაკედონიასთან დიდხანს იწვალა და მხოლოდ 1:0 მოიგო. თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ქვედა სამეულიდან სლოვაკებს ყველაზე ძლიერი მეტოქე ჰყავდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ
სლოვაკეთი და რუსეთი ერთმანეთს აქამდე ხუთჯერ შეხვდნენ. აქედან ერთი თამაში რუსეთმა მოიგო, ერთი სლოვაკეთმა, სამი დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.

კადრების მხრივ უპირატესობა რუსეთის მხარესაა, რადგან სლოვაკთა მთავარმა მწვრტნელმა ვლადიმირ ვაისმა გუნდის ლიდერები სტანისლავ შესტაკი და რობერტ ვიტეკი პარასკევსაც მოისაკლისა და არც დღეს ეყოლება. ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს დიკ ადვოკაატი მოსკოვის პუბლიკის წინაშე ეროვნული ნაკრების თავკაცად ოფიციალურ მატჩში პირველად წარსდგება. ანდრეი არშავინმა "სპორტ ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრები უჩვეულოდ შემტევ ფეხბურთს ითამაშებს და შეეცდება, ქომაგები გაახაროს.

მაკედონია დღეს სომხეთთან მატჩში გაარკვევს, თუ ვინ არის უძლიერესი იმ სამი გუნდიდან, რომლებსაც პირველი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვთ. ირლანდია კი ქულების აქტივის ექვსამდე გაზრდას უპირობო აუტსაიდერ ანდორასთან მოგებით შეეცდება და ლოგიკურად, ეს არც უნდა გაუჭირდეს. მეტიც: ჯოვანი ტრაპატონის გუნდმა ანდორა რომ ვერ დაამარცხოს, ეს უდიდესი სენსაცია იქნება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული