იტალია-ფარერები
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ფიფას რეიტინგში 118-ე ადგილზე მყოფი გუნდის წინააღმდეგ - იტალიისა და ფარერების მატჩის წინ როლები მკაფიოდაა განაწილებული. "სკუადრა აძურას" გამარჯვების გარდა, ნებისმიერი შედეგი უდიდესი სასწაული იქნება. ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ამ მატჩში ყველაზე საინტერესო ჩეზარე პრანდელის "სახლში" დაბრუნებაა - იტალია ფარერებს ფლორენციაში მასპინძლობს, ქალაქში, საიდანაც პრანდელიმ "აძურის" თავკაცობას გამოჰკრა ხელი.
იტალიამ ესტონეთთან 4-3-3 ტაქტიკური სქემით ითამაშა და პრანდელი ტაქტიკას სავარაუდოდ (მით უმეტეს) არც ფარერებთან შეცვლის. სამაგიეროდ, დიდი შანსია, რომ პრანდელიმ ძირითადი შემადგენლობიდან სიმონე პეპე
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი: ესტონეთში მოგებული მატჩი (2:1) იტალიის ნაკრებისთვის 2010 წელს პირველი გამარჯვება იყო და ორი აზრი არ არსებობს, პრანდელის მიერ დამოძღვრილი "აძური" დღეს ქულათა აქტივს ექვსამდე გაზრდის. გეხსომებათ, ფარერები და იტალია ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც ერთად იყვნენ (საქართველოს ნაკრების ჯგუფში) და მაშინ იტალიელებს ბევრისთვის გასაკვირად, ფარერელთა დამარცხება ორივე მატჩში გაუჭირდათ, მაგრამ მაინც დაამარცხეს: შინ 3:1, სტუმრად 2:1.
პარასკევს სლოვენიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან წააგო (0:1) და მდგომარეობა პირველივე ტურში გაირთულა.
დღეს სლოვენიელებს გაცილებით რთული მატჩი აქვთ - სერბეთში. რადომირ ანტიჩის გუნდმა კი ფარერებს 3:0 მოუგო და დღეს შეეცდება, იტალიის ნაკრების ერთპიროვნული გალიდერება არ დაუშვას - ამისთვის კი სლოვენიის დამარცხებაა საჭირო. თავის მხრივ, სლოვენიამაც მინიმუმ ქულისთვის უნდა იბრძოლოს, რადგან ამ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის პრეტენზია აქვს და მეორე მარცხი, თანაც უშუალო კონკურენტთან პოლონეთსა და უკრაინაში მოხვედრის შანსს ძალიან შეუმცირებს.