უნგრეთი-მოლდოვა
ჰოლანდია-ფინეთი
მოლდოვამ ფინეთს რომ მოუგო (2:0), ეს გარკვეულწილად სენსაცია გახლდათ. ამჯერად კი, სამქულიან მოლდოველებს საქმე უნგრეთთან ექნებათ, თანაც სტუმრად. უნგრელებმა თავის მხრივ შედეთში წააგეს (0:2) და სასწრაფოდ რეაბილიტაცია სჭირდებათ.
ჯგუფის მთავარ ფავორიტებს კი, რომლებსაც პირველი ტურის შემდეგ სამ-სამი ქულა აქვთ, მეტნაკლებად მარტივი ამოცანები აქვთ.
ეს განსაკუთრებით შვედეთის ნაკრებზე ითქმის, რადგან სკანდინავიელები სან მარინოს მასპინძლობენ - გუნდს, რომელიც უდავოდ უსუსტესია მთელ შესარჩევ ციკლში. ამრიგად, შვედებს აქტივის ექვს ქულამდე გაზრდა ოდნავადაც არ გაუჭირდებათ. რაც შეეხება ჰოლანდიას, რომელმაც პირველივე ტურში