ევრო 2012. E ჯგუფი. მოდი, ვნახოთ მოლდოვა...

AutoSharing Option
შვედეთი-სან მარინო
უნგრეთი-მოლდოვა
ჰოლანდია-ფინეთი

მოლდოვამ ფინეთს რომ მოუგო (2:0), ეს გარკვეულწილად სენსაცია გახლდათ. ამჯერად კი, სამქულიან მოლდოველებს საქმე უნგრეთთან ექნებათ, თანაც სტუმრად. უნგრელებმა თავის მხრივ შედეთში წააგეს (0:2) და სასწრაფოდ რეაბილიტაცია სჭირდებათ.
ჯგუფის მთავარ ფავორიტებს კი, რომლებსაც პირველი ტურის შემდეგ სამ-სამი ქულა აქვთ, მეტნაკლებად მარტივი ამოცანები აქვთ.

ეს განსაკუთრებით შვედეთის ნაკრებზე ითქმის, რადგან სკანდინავიელები სან მარინოს მასპინძლობენ - გუნდს, რომელიც უდავოდ უსუსტესია მთელ შესარჩევ ციკლში. ამრიგად, შვედებს აქტივის ექვს ქულამდე გაზრდა ოდნავადაც არ გაუჭირდებათ. რაც შეეხება ჰოლანდიას, რომელმაც პირველივე ტურში
დიდი ანგარიშით (5:0 სან მარინოსთან) მოიგო და უკვე ლიდერია - ბერტ ვან მარვიიკის შეგირდები ფინეთს მასპინძლობენ. ფინელების დაცვის ბურჯი სამი ჰიიპია დისკვალიფიცირებულია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული