"ჩემი უკმაყოფილების დამალვას რა აზრი აქვს? ჩვენ მოგებას ვგეგმავდით და მიზანს ვერ მივაღწიეთ. შეხვედრა დამაჯერებლად დავიწყეთ და საწყისი 15 წუთის განმავლობაში საკმაოდ მწვავედაც ვუტევდით, მაგრამ მერე ბერძნებს ავყევით და ნელ ტემპზე გადავერთეთ. გამარჯვების მოპოვებისთვის არაფერი დავიშურეთ და კარგი იქნებოდა, ორი ტურის შემდეგ 6 ქულა გვქონოდა. თუმცა, ჯგუფის ლიდერობა არც 4-ქულიანი მარაგითაა ურიგო
შეგახსენებთ, რომ ლატვიელებთან მოგებითა და ბერძნებთან ფრით ხორვატებმა 4 ქულას მოუყარეს თავი და ისრაელის ასევე 4-ქულიან ნაკრებს ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებენ.