სტანკოვიჩი წასვლაზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
სერბეთის ნაკრების 31 წლის კაპიტანმა დეიან სტანკოვიჩმა განაცხადა, ევრო-2012-ის შემდეგ სანაკრებო კარიერას დავასრულებო.

"ყოველ ჯერზე, როცა სერბეთის ნაკრების მაისურს ვირგებ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ეს ჩემი სადებიუტო მატჩი იყოს ეროვნულ გუნდში. ყოველთვის პოზიტივით ვივსები, მაშინაც კი, როცა ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩს ვმართავთ. შეუძლებელია იმის გადმოცემა, თუ რა სიამოვნებაა, როცა "თეთრი არწივების" ფორმაში გამოეწყობი და თამაშს მოიგებ. ზაფხულის მეორე ნახევარში ერთი სული მქონდა, ახალი შესარჩევი ციკლი დაგვეწყო, რათა სამხრეთ აფრიკაში მომხდარზე აღარ მეფიქრა", - თქვა "დეკიმ".

დეიან სტანკოვიჩის სანაკრებო კარიერა ჯერ კიდევ
1998 წელს დაიწყო, საფრანგეთის მუნდიალის სტარტამდე. მაშინ სტანკოვიჩი მხოლოდ 19 წლის იყო. ახლა კი ის 31-ისაა და მისი სანაკრებო სტაჟი 100-მატჩიან ნიშნულს უახლოვდება.

"ალბათ, უკვე აღარაა შორს ის დღე, როცა სერბეთის ნაკრებს გამოვეთხოვები. ამ გუნდიდან წასვლა ნამდვილად არ მსურს, თუმცა, მეორე მხრივ, ვიდრე მწვრთნელები ჩათვლიან, რომ ნაკრებს ვჭირდები, ჩამოვალ და ვითამაშებ. 2012-ში კი 34 წლის გავხდები. აი, აქ კი უკვე გავჩერდები. უამრავი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს და უსტანკოვიჩო სერბეთი თავს არ შეირცხვენს", - ამბობს სერბთა კაპიტანი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული