კარიუ: გამარჯვება ამ ტრავმად ღირდა

AutoSharing Option
"ასტონ ვილასა" და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა იონ კარიუმ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ევრო-2012-ის შესარჩევი მატჩის მსვლელობისას ტრავმა მიიღო და მოედანი უკვე 38-ე წუთზე დატოვა, თუმცა იქამდე მაინც მოასწრო თავის გამოჩენა - 21-ე წუთზე კარიუს გადაცემით ერიკ ანდრე ჰუსეკლეპმა მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

"ბურთის ვარდნაში ართმევა ვცადე და იმ მომენტში კუნთი დამეჭიმა. მოედნის ნაადრევად დატოვება მომიხდა, თუმცა გუნდის გამარჯვება ამ ტრავმად ნამდვილად ღირდა", - თქვა ნორვეგიელმა.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კარიუ ორშაბათს "სტოკისა" და "ასტონ ვილას" მატჩს გამოტოვებს, რომელშიც
ბირმინგემელებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჟერარ ულიე უხელმძღვანელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული