ტოშაკი გადადგა

AutoSharing Option
ჯონ ტოშაკმა უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. 61 წლის სპეციალისტს ამ ნაბიჯის გადადგმა აქამდეც სურდა, მაგრამ ევრო-2012-ის შესარჩევი კამპანიის პირველ მატჩში გუნდი უპატრონოდ არ მიატოვა.

უელსელთა სამწუხაროდ, მათი ეროვნული გუნდისთვის კონტინენტის პირველობაზე მოხვედრისთვის ბრძოლა წარუმატებლად დაიწყო – ტოშაკის გუნდი ჩერნოგორიაში დამარცხდა. 8 ოქტომბერს კი ამ ნაკრებს მასზე მეტად წარუმატებელი ბულგარეთის ეროვნული გუნდის მასპინძლობა უწევს. სხვათა შორის, ბულგარეთის ნაკრების დამრიგებელმა თავის უელსელ ვიზავის ერთი დღით დაასწრო – სტანიმირ სტოილოვი თანამდებობიდან ოთხშაბათს წავიდა...

"მე მივდივარ, - თქვა ტოშაკმა კარდიფში მოწყობილ საგანგებო
პრესკონფერენციაზე, რომელიც ტელევიზიის პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა, - მაგრამ ჩვენი ნაკრები კვლავ შესარჩევ ჯგუფშია და ერთი წაგებიდან ტრაგედიის შექმნა არ ღირს. იმედია, ორი მომდევნო მატჩი წარმატებული გამოუვა და სიტუაციაც გამოსწორდება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული