მარკევიჩი: უცხოელი? ფული არ ეყოფათ...

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ექსთავკაცმა მირონ მარკევიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას არ აღმოაჩნდება საიმისო თანხა, რათა მის მიერ დატოვებულ თანამდებობაზე უცხოელი სპეციალისტი მოიყვანოს.

"უცხოელი? უცხოელ მწვრთნელს 20-30-ჯერ მეტი უნდა უხადო, ვიდრე მირონ მარკევიჩს. მეეჭვება, ფედერაციაში ამხელა ფული იყოს. თანაც იბადება კითხვა – რას მოგვცემს უცხოელის დანიშვნა? სანამ საქმის ყურში ჩადგება... სანამ ის, სანამ ეს... მაგრამ... ეს არაა ჩემი საქმე. ჩემი გონება "მეტალისტითაა" დაკავებული, ხოლო ნაკრებზე ისე ვსაუბრობ, როგორც რიგითი გულშემატკივარი. ნაკრების ბედი ყოველთვის ამაღელვებს.

გუნდის ამჟამინდელ დამრიგებელ იური კალიტვინცევთან ნორმალური ურთიერთობა
მაქვს. ან როგორი უნდა მქონდეს? მას პატივს ვცემ – როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს. იმედია, ისიც იგივეს იტყოდა ჩემზე. მწვრთნელის პროფესია კი ასეთია: დღეს მოიგე და გმირი ხარ, ხვალ წააგებ და ყველაფერი შენ დაგბრალდება. ამისთვის მზად უნდა იყო. ეს ეტაპი გავლილი მაქვს, კალიტვინცევი კი გზის დასაწყისშია", - თქვა მარკევიჩმა, ვინც აგვისტოში უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული