ევრო 2012. რუსეთის ნაკრები: არშავინი და სხვები

AutoSharing Option
11 მაისს, ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმაც დაასახელა. 64 წლის ჰოლანდიელმა მწვრთნელმა 26 ფეხბურთელი ჩამოთვალა და ამ სიას 29 მაისამდე სამ მოთამაშეს გამოაკლებს.

გეხსომებათ, რუსებმა ევროპის წინა ჩემპიონატზე სენსაციურად იასპარეზეს და ნახევარფინალამდე გააღწიეს, სადაც მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდნენ, მანამდე კი, მეოთხედფინალში გზიდან ჰოლანდიის ნაკრები ჩამოიშორეს. ცხადია, რომ რუსებს წელსაც ამდაგვარი მიზნები აქვთ.

გადაწყვეტილია, რომ კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ ადვოკაატი თანამდებობას დატოვებს და ჰოლანდიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ეს ფაქტორი გუნდზე უარყოფითად არ იმოქმედებს.

"ბიჭები ბოლომდე მომყვებიან
და არ მეშინია იმის, რომ ჩემი წასვლის წინასწარ გაცხადება გუნდზე ცუდად იმოქმედებს. ევროპის ჩემპიონატზე ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ძალიან კარგ შედეგს მივაღწიოთ", - განაცხადა ადვოკაატმა, რომელიც ევრო 2012-ის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და "ეინდჰოვენის" დამრიგებელი გახდება.

მთავარი სენსაცია რუსეთის ნაკრებში 29 წლის მარატ იზმაილოვის (სპორტინგი) დაბრუნებაა, რომელსაც ეროვნულ გუნდში ბოლო მატჩი 2006 წლის 7 ოქტომბერს ჰქონდა ჩატარებული (1:1 ისრაელთან). სამაგიეროდ, სიაში ვერ მოხვდნენ ისეთი გამოცდილი მოთამაშეები, როგორებიც არიან დინიარ ბილიალეტდინოვი და დმიტრი ბულიკინი. იზმაილოვთან ერთად, მოულოდნელი გახლდათ სიაში 23 წლის

თავდამსხმელის, არტიომ დზიუბასა და 19 წლის ნახევარმცველის, მაგომედ ოზდოევის გამოჩენა.

რუსებს ოთხიწლისწინანდელის გამეორება სავარაუდოდ გაუჭირდებათ, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი აქვთ, რადგან წილისყრაზე საკმაოდ გაუმართლათ - ჯგუფში პოლონეთთან, ჩეხეთთან და საბერძნეთთან მოხვდნენ.

მეკარეები: იგორ აკინფეევი (ცსკა), ვიაჩესლავ მალაფეები (ზენიტი), ანტონ შუნინი (დინამო მოსკოვი).
მცველები: ალეკსანდრ ანიუკოვი (ზენიტი), ალეკსეი ბერეზუცკი (ცსკა), ვასილი ბერეზუცკი (ცსკა), სერგეი იგნაშევიჩი (ცსკა), ვლადიმირ გრანატი (დინამო მოსკოვი), იური ჟირკოვი (ანჟი), დმიტრი კომბაროვი (სპარტაკი), რომან შარონოვი (რუბინი), რომან შიშკინი (ლოკომოტივი).
ნახევარმცველები: იგორ დენისოვი (ზენიტი), კონსტანტინ ზირიანოვი (ზენიტი), რომან შიროკოვი (ზენიტი), დენის გლუშაკოვი (ლოკომოტივი), მაგომედ ოზდოევი (ლოკომოტივი), იგორ სემშოვი (დინამო მოსკოვი), მარატ იზმაილოვი (სპორტინგი), ალან ძაგოევი (ცსკა).
თავდამსხმელები: ანდრეი არშავინი (ზენიტი), ალეკსანდრ კერჟაკოვი (ზენიტი), არტიომ დზიუბა (სპარტაკი), ალეკსანდრ კოკორინი (დინამო მოსკოვი), რომან პავლიუჩენკო (ლოკომოტივი), პაველ პოგრებნიაკი (ფულჰემი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული