რუსეთის ნაკრების თავკაცი დიკ ადვოკაატისთვის განსაკუთრებით მტკივნეული ბერეზუცკის ტრავმაა, რადგან ეს უკანასკნელი სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებოდა.
ახლა კი, რაკი ვასილი ევრო 2012-ზე ვერ მიდის, ძირითადში მოხვედრის შანსი მის ტყუპისცალს, ალეკსეი ბერეზუცკის გაუჩნდა.
ვასილის ალეკსეი შეცვლის?
ვასილი ბერეზუცკი აპრილის შუა რიცხვებში დაშავდა, თუმცა ექიმები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის იმედს აძლევდნენ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ თითქმის მოშუშებული ტრავმა
"ვასილის ტრავმა მოსალოდნელზე სერიოზული გამოდგა, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს ჩვენთვის უდიდესი დანაკლისია," - აცხადებს ადვოკაატი.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ადვოკაატმა დაიწყო ფიქრი, ვინ უნდა ათამაშოს დაცვის ცენტრში კაპიტან სერგეი იგნაშევიჩის გვერდით. უპირველესი კანდიდატი ალეკსეი ბერეზუცკია - ვასილის ტყუპისცალი ასევე მოსკოვის ცსკა-ში თამაშობს და რუსეთის ნაკრებში 45 მატჩი აქვს ჩატარებული.
კანდიდატები არიან გამოცდილი რომან შარონოვი (35 წლის, 7 მატჩი ნაკრებში) და გამოუცდელი ვლადიმირ გრანატიც (25 წლის, არცერთი მატჩი ნაკრებში).
შიშკინიც ევროს მიღმა
ვასილი ბერეზუცკის გარდა, რუსეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერც მოსკოვის "ლოკომოტივის" 25 წლის უკანახაზელი რომან შიშკინი დაეხმარება. ეს უკანასკნელი მოიწამლა და საავადმოფოში ამოჰყო თავი. "იძულებულები გავხდით, შიშკინი სახლში გაგვეშვა, რადგან წონაშიც დაიკლო და ექიმებმა ხანგრძლივი პაუზა ურჩიეს," - განაცხადა გუშინ ადვოკაატმა.
რუსეთის ნაკრების ჰოლანდიელი დამრიგებელი ვასილი ბერეზუცკისა და შიშკინის ნაცვლად სხვა ფეხბურთელების გამოძახებას არ აპირებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"