"სამფეროვნების" თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს ეს ბრძოლის ჟინს უათმაგებს.
აი, რას აცხადებს 26 წლის ფეხბურთელი: "ჩემი მიზანია, საფრანგეთის ნაკრებს რაღაც ჩემებური შევმატო ჩემპიონატის მატჩებისას. მე არატიპური თავდამსხმელი ვარ და ვეცდები, ჩემს სტილში ვითამაშო. სეზონის დაწყებამდე ვამბობდი, რომ ჩემი მიზანი იყო, ნაკრებში მოვხვედრილიყავი და საერთაშორისო დონეზე მქონოდა დებიუტი.
მშვენიერი სეზონი ჩავატარე, ყოველი ნაბიჯის შემდეგ უფრო თავდაჯერებული ვხდებოდი და სულ უფრო მეტად მჯეროდა, რომ ნაკრებში მოხვედრას დავიმსახურებდი.
ტურნირის მოახლოებასთან ერთად
პირიქით, ეს მშვენიერია. ჩვენ მზად ვართ დიდ საქმეებთან შესაჭიდებლად, რაც მსოფლიო ფეხბურთის გრანდებთან გამარჯვებებით დავამტკიცეთ. ისლანდიასთან ფეხი დაგვიცდა, მაგრამ იქაც შევძელით იმის დამტკიცება, რომ ძლიერი ხასიათის გუნდი ვართ.
გუნდში სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. აუცილებელია სწორი ბალანსის მონახვა და მაქსიმალურად მშვიდი თამაში დაცვაში. ყველანი მოუთმენლად ველოდებით ჩემპიონატის დაწყებასა და ინგლისთან სადებიუტო მატჩს. ძალიან გვინდა, ჩვენი ძალები გამოვცადოთ მათ ფონზე და გავიგოთ, ნამდვილად შეგვიძლია თუ არა ჯგუფიდან გასვლა".
Goal.com "მამლების" მთავარი მწვრთნელის, ლორან ბლანის კომენტარს ავრცელებს, სადაც ის გუნდის პრობლემებზე მსჯელობს.
აი, რას ამბობს 46 წლის სპეციალისტი: "გუნდის პოტენციალი, უპირველესად, ტაბლოზე უნდა აისახოს. ნამდვილად გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც დაცვაში ხშირად ცდებიან. ამიტომ აუცილებელია გუნდის შეთამაშებაზე მეტი აქცენტის გაკეთება, რათა ის უფრო დაბალანსებული გახდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"