პოლონეთი-საბერძნეთი
ცალკე სასტარტო მღელვარებამ, ცალკე გაძევებებმა და ცალკე ორივე გუნდის არცთუ მაღალმა სათამაშო ოსტატობამ ნაკლებად ხარისხიანი ფეხბურთის მომსწრე გაგვხადა. ვფიქრობ, ფრე ამ მატჩის ლოგიკური და კანონზომიერი შედეგია.
მიმაჩნია, რომ ბერძენი ფეხბურთელი გაძევებას არ იმსახურებდა, რა თქმა უნდა, განსხვავებით პოლონელთა მეკარისგან, რომლის შესრულებითაც ტიპური ბოლო იმედის ჯარიმა ვნახეთ.
თითქოს მეტი იყო იმის შანსი, რომ ათკაციანი შემადგენლობით დარჩენილ პოლონელებსა და ბერძნებს შეტევაში მეტი ფხა გამოეჩინათ და რომელიმეს გამარჯვების
ნაკლებად მგონია, რომ ან პოლონეთმა და ან საბერძნეთმა ჯგუფური ბარიერის გადალახვა შეძლონ, თუმცა ჯგუფი აშკარად არაა ძლიერი და მათ მეოთხედფინალში გასვლის გარკვეული შანსი მაინც აქვთ.
რუსეთი-ჩეხეთი
რუსებმა კი შთამბეჭდავად გაიმარჯვეს და დაამტკიცეს, რომ ჯგუფში საუკეთესო გუნდი ჰყავთ. არ ვიცი, შეძლებს თუ არა დიკ ადვოკაატის გუნდი ოთხი წლის წინანდელი შედეგის გამეორება, მაგრამ მეოთხედფინალიდან მოყოლებული, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
რუსეთის ნაკრები ყველა რგოლში გამართული გუნდია, თავსაც მაღალ დონეზე იცავს და კიდევ უფრო დახვეწილად უტევს. გუნდს მწვრთნელის ხელი აშკარად ეტყობა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთს მშვენიერი თაობა ჰყავს, რომელსაც თანამედროვე და შედეგიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია.
რაც შეეხება ჩეხეთის ნაკრებს, მან რუსეთს საერთოდ ვერაფერი დაუპირისპირა, მაგრამ ეს ჯგუფი იმდენად სუსტია, რომ მეოთხედფინალში გასვლისთვის ისიც იბრძოლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
პოლონეთი-საბერძნეთი 1:1 - პოლონეთის ფალშსტარტი
რუსეთი-ჩეხეთი 4:1 - არავითარი კითხვის ნიშნები
ალექსანდრე ჩივაძე: ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი მაინც ესპანეთია
ოთარ გაბელია: ჩემპიონი იტალია გახდება, ან ესპანეთი
სოსო ჭედია: გერმანიისგან ჩემპიონობა არ უნდა გაგვიკვირდეს
გია გურული: საფრანგეთი თითქოს ჩრდილშია მოქცეული...