მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატზე, ჯერჯერობით, კოლექტიური თამაში იმარჯვებს და რომელიმე ინდივიდუალისტის მოგებული შეხვედრა ჯერ არ გვინახავს.
"ევროპის ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომლის ფეხბურთელებიც უმრავლესად სამშობლოში თამაშობენ", - ასეთი საინტერესო პროგნოზი გააკეთა გუგუშვილმა.
ესპანეთი-იტალია
ეს, ჩემი აზრით, ჯერჯერობით, ევროპის ჩემპიონატზე გამართული საუკეთესო მატჩი იყო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ "ბარსელონა" თამაშობ
ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია და მესიც რომ ჰყავდეს, მის ჩემპიონობაზე ფსონს თამამად დავდებდი.
ესპანელებმა ჩვეულ სტილში ითამაშეს და აქცენტი ბურთის ფლობაზე გააკეთეს. იტალიელებმა კი თავი მხოლოდ კარგი დაცვითი ფეხბურთით კი არა, ეფექტური შეტევითაც დაგვამახსოვრეს.
ორივე გუნდი მოედნის ცენტრის მოსაგებად იბრძოდა და ფეხბურთელთა დიდი კონცენტრაცია სწორედ ცენტრში დაგროვდა. არც ის არის შემთხვევითი, რომ ორივე საგოლე კომბინაცია სწორედ ცენტრიდან დაიწყო.
ესპანელებისგან ინიესტას, იტალიელებისგან კი დი ნატალეს გამოვარჩევ.
ირლანდია-ხორვატია
ესეც საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოდგა. ირლანდიელებმა ცდა არ დააკლეს, მაგრამ უფანტაზიოდ უტევდნენ და მოედნის ცენტრიც წააგეს.
ხორვატიის ნაკრებს კი ისეთი შემოქმედებითი ფეხბურთელი ჰყავს, როგორიც მოდრიჩია. თუმცა მისმა გუნდმა, უპირველესად, კარგი კოლექტიური თამაშით გაიმარჯვა.
ხორვატიის ნაკრებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და სრულიად ლოგიკურად მოიგო. მას მეოთხედფინალში გასვლაც შეუძლია და ამაზე შორს წასვლაც. ირლანდია კი ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერია.
მიხარია, რომ დამღლელი სეზონის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატის თითქმის ყველა მონაწილე კარგ კონდიციებშია.
ელგუჯა გუგუშვილი. სამი ძლიერი და ერთი აუტსაიდერი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ესპანეთი-იტალია 1:1- იტალიამ ქულა და სიმპათიები დაიმსახურა
ირლანდია-ხორვატია 1:3 - სწრაფი და საშიში ხორვატია
ვასილ მაისურაძე: გერმანია გავა, დანარჩენები მეორე საგზურისთვის იბრძოლებენ