კახა გოგიჩაიშვილი: ჰოლანდია გუნდს არ ჰგავდა

AutoSharing Option
"ლელოს" რუბრიკის მორიგი სტუმარი თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ამჯერად კი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილია.

იგი ესპანეთის ნაკრებს ქომაგობს, მასთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატის ფავორიტად გერმანია მიაჩნია.

დანია-პორტუგალია
"პორტუგალიამ საკმაოდ მძიმე მატჩი მოიგო და ვფიქრობ, დამსახურებულად გაიმარჯვა.

პირველ ტაიმში პორტუგალიელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, გატანილი გოლების შემდეგ კი მოდუნდნენ, რაც კინაღამ ქულების დაკარგვად დაუჯდათ.

პორტუგალიამ უფრო მაღალი კლასის ხარჯზე გაიმარჯვა, თორემ დანიელებმა ამჯერადაც გამართული და ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენეს".

ჰოლანდია-გერმანია
"ამ ორ ნაკრებს შორის ყოველთვის საინტერესო და დაძაბული
შეხვედრები იმართება და ასე იყო ახლაც. გერმანიამ მეტოქეზე გაცილებით უკეთ ითამაშა და მისი გამარჯვებაც კანონზომიერია.

მეორე ტაიმში ჰოლანდიელებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს, მაგრამ ცალკეული ფეხბურთელების ოსტატობა გერმანული მანქანის დასაძლევად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჰოლანდიის ნაკრებისგან ასეთ სუსტ თამაშს არ ველოდი. ეს გუნდი საერთოდ არ ტოვებდა შეკრული კოლექტივის შთაბეჭდილებას. ჰოლანდიელებმა მეოთხედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნეს, მაგრამ ძალიან მეეჭვება, ეს შეძლონ.

მგონია, რომ გერმანიასთან ერთად ჯგუფიდან პორტუგალია გავა".

ასევე იხილეთ:
ჰოლანდია-გერმანია 1:2 - გომესმა გერმანიას კლოზე დაავიწყა

დანია-პორტუგალია 2:3 - კრიშტიანო რონალდოს გარეშე მოგებული ომი
მკითხველის კომენტარები / 1 /
კახა გოგიჩაიშვილი ლოკომოტივის ფეხბურთელი არ იყო?
irakli
13:01 14-06-2012
0

სიახლეები პოპულარული