ევრო 2012. სპეციალისტის შეფასება და მეოთხედფინალების პროგნოზი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი მატჩის შეფასება ცნობილ ქართველ სპეციალისტს ელგუჯა გუგუშვილს ვთხოვეთ, რომელიც უფრო დეტალურად ინგლისისა და უკრაინის დაპირისპირებას შეეხო.

მანვე ევრო 2012-ის მეოთხედფინალების პროგნოზებიც გააკეთა.

ინგლისი-უკრაინა
უკრაინელებმაც და ინგლისელებმაც ორივე ტაიმში გამართული და თანამედროვე ფეხბურთი ითამაშეს. ორივე გუნდი სწრაფად გადადიოდა დაცვიდან შეტევაში და უკანაც დროულად ბრუნდებოდა.

საერთოდ, ძალიან მომწონს ის ტენდენცია, რომ ფეხბურთი კალათბურთის სტილზე გადაეწყო - ყველა შეტევაში და ყველა დაცვაში. გარდა ამისა, უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება კოლექტიურ თამაშს და სულ უფრო და უფრო მცირდება კონკრეტული ვარსკვლავების
როლი.

უკრაინის ნაკრებმა ძლიერი გუნდური თამაში შემოგვთავაზა და შეეძლო, არ დამარცხებულიყო - სხვა რომ არაფერი, მასპინძლებს აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს. თუმცა ურიგოდ არც ინგლისელები გამოიყურებოდნენ და მეოთხედფინალში დამსახურებულად გავიდნენ.

აღვნიშნავდი, რომ ინგლისელებმა სულაც არ ითამაშეს ტიპური ინგლისური ფეხბურთი. ისინი უკრაინასთან მიკროკომბინაციებით უტევდნენ და თავით გოლი არ გაუტანიათ.

შვედეთი-საფრანგეთი
რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, ფაქტია, რომ ამ გუნდმა შვედეთთან მარცხით საქმე ძალიან გაირთულა და მეოთხედფინალში მეტოქედ ესპანეთი ერგო.

ამბობენ, თითქოს ეს გუნდი აღორძინების გზას დაადგა, მაგრამ მე მსგავსს ვერაფერს ვამჩნევ. ძალიან მეეჭვება, ფრანგები ამ ევროპის ჩემპიონატზე შორს წავიდნენ.

ზოგადად კი, ფეხბურთს თამაშობენ ფეხით, მაგრამ იგებენ თავით - ფეხბურთში გადამწყვეტ როლს სწორი ტაქტიკა-სტრატეგიის შერჩევა თამაშობს.

მეოთხედფინალის პროგნოზი:
ჩეხეთი-პორტუგალია
ორი სხვადასხვა სტილის გუნდის დაპირისპირებაში უპირატესობას ჩეხებს მივანიჭებდი.

ესპანეთი-საფრანგეთი
ესპანეთის ნაკრებმა ხორვატიასთან არცთუ მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ, ვფიქრობ, ესპანელები მეოთხედფინალში თავის საუკეთესო თვისებებს გამოავლენენ და ამ ბარიერსაც გადალახავენ.

გერმანია-საბერძნეთი
ფეხბურთში წარმატებას სამი უმთავრესი ფაქტორი განაპირობებს - ტაქტიკა-სტრატეგია, მენტალიტეტი და კადრები. პირველი ორი ორივე გუნდს მაღალ დონეზე აქვს, მესამე კომპონენტში კი გერმანიის უპირატესობა აშკარაა. შესაბამისად, წყვილის უდავო ფავორიტი გერმანიის ნაკრებია.

ინგლისი-იტალია
ამ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს, მაგრამ მცირე უპირატესობას მივანიჭებდი იტალიას, რომელსაც, ჩემი აზრით, მეტოქეზე უფრო მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს.

ელგუჯა გუგუშვილი: ფეხბურთს თამაშობენ ფეხით, მაგრამ იგებენ თავით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სპეციალისტის აზრი: ევრო 2012-ზე კოლექტიური თამაში იმარჯვებს
მკითხველის კომენტარები / 4 /
რომელი იტალიელია ინგლისი ნაკრების მოთამაშეებზე მაღალი კლასის? ჩაწყობილ თაასებში იმაღლებენ კლასს ალბათ
antokeli
15:11 20-06-2012
0
ყველა იტალიელი ფეხბურთელი ინგლისელზე მაღალი კლასისაა !!!
1313
15:32 20-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული