მათეუსს ბერბატოვის დაბრუნება გადაუწყვეტია

AutoSharing Option
ბულგარეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ახალდანიშნულმა ლოთარ მათეუსმა გუნდში "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის დიმიტარ ბერბატოვის დაბრუნება გადაწყვიტა.

"დიმიტართან ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების გამართვას ვაპირებ. ეროვნული გუნდის კარი მისთვის ჯერაც ღიაა. როგორც ბულგარელს, მას უნდა ეამაყებოდეს ეროვნულ ნაკრებში თამაში", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ბერბატოვმა სანაკრებო კარიერა მაისში დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული