ესპანეთის ნაკრებს მადრიდში მეფური დახვედრა მოუწყვეს

AutoSharing Option
ვიდეო
კიევიდან შინ დაბრუნებულ ესპანეთის ნაკრებს მადრიდის ქუჩებში ათასობით ადამიანი დახვდა.

ავტობუსმა, რომელშიც ესპანელი ფეხბურთელები იყვნენ, მადრიდის ცენტალური ქუჩის გადაკვეთას 6 საათი მოანდომა და საბოლოოდ სიბელესის მოედანზე მივიდა, სადაც ტრადიციულად, ჩემპიონები ზეიმობენ.

ესპანელი ფეხბურთელები ქვეყნის მეფეს ხუან კარლოს პირველს სარსუელას სასახლესთან შეხვდნენ. მართალია, შეხვედრა ხანმოკლე გამოდგა, თუმცა საკმაოდ ემოციური.

მეფემ აღნიშნა: "თითოეული თქვენგანი ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ ერთ გუნდად შეკრულები უფრო ძლიერები ხართ, რის გამოც თქვენი შეჩერება ვერავინ შეძლო".

მრავალსაათიანი გზის შემდეგ ესპანეთის ნაკრები მადრიდის მერიის მახლობლად მდებარე სცენაზე ავიდა, ხოლო შეკრებილი
ადამიანები ერთხმად სკანდირებდნენ: "ჩემპიონები, ჩემპიონები".

გუნდის კაპიტანმა იკერ კასილიასმა ნაკრების სახელით ხალხს მიმართა: "ვამაყობთ ამ გამარჯვებით და მას ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს ვუძღვნით, რომლებიც ჭირშიც და ლხინშიც ჩვენთან ერთად არიან".

ასევე იხილეთ:
ევრო 2012-ის ფინალის გამოხმაურება: ესპანეთი ლუის არაგონესის გაკვალულ გზაზე
მკითხველის კომენტარები / 2 /
MALADEჩ
ROMAN
01:40 04-07-2012
0
არ მევასება ესპანეთის ნაკრები რაც არ უნდა თასი მოიგონ:D:D
vato
23:52 03-07-2012
0

სიახლეები პოპულარული