ხელშეკრულების გაგრძელების შემდეგ იტალიელი ინგლისის პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
ახალი ხელშეკრულებით, მანჩინი 4 სეზონის განმავლობაში 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს.
მანჩინი წელიწადში 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაც ალექს ფერგიუსონის ხელფასზე ერთი მილიონით მეტია.
ყველაზე მეტს ინგლისში ლონდონის "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერი გამოიმუშავებს, რომელიც წელიწადში 6 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოიპოვებს.