რობერტო მანჩინი "მანჩესტერ სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდა.

ხელშეკრულების გაგრძელების შემდეგ იტალიელი ინგლისის პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ახალი ხელშეკრულებით, მანჩინი 4 სეზონის განმავლობაში 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს.

მანჩინი წელიწადში 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაც ალექს ფერგიუსონის ხელფასზე ერთი მილიონით მეტია.

ყველაზე მეტს ინგლისში ლონდონის "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერი გამოიმუშავებს, რომელიც წელიწადში 6 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოიპოვებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მწვრთნელი გახდება, ყველაზე მაღალანაზრაურებადი მწვრთნელი :))
Nerou
19:28 03-07-2012
0

სიახლეები პოპულარული