ავსტრიელთა დამრიგებელმა დიტმარ კონსტანტინიმ გამოძახება 23 ფეხბურთელს გაუგზავნა, რომელთა შორის არ არიან უმით ქორქმაზი და კრისტოფ ლაიტგები. სამაგიეროდ გუნდს "ვერდერის" ფორვარდი მარკო არნაუტოვიჩი და "ვესტ ბრომვიჩის" ნახევარმცველი პაულ შერნერი დაუბრუნდნენ.
ავსტრიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
მეკარეები: კრისტიან გრაცეი ("შტურმი"), მიხაელ გშპურნინგი ("ქსანთი", საბერძნეთი), იურგენ მახო ("პანიონიოსი", საბერძნეთი);
მცველები: ალეკსანდარ დრაგოვიჩი, ფლორიან კლაინი (ორივე - "აუსტრია"), კრისტიან ფუხსი ("მაინცი", გერმანია), ფაბიან კოხი ("ტიროლი"), ემანუელ პოგატეცი
ნახევარმცველები: იულიან ბაუმგარტლინგერი, ზლატკო იუნუზოვიჩი (ორივე - "აუსტრია"), იაკობ იანჩერი, ფრანც შიმერი (ორივე - "ზალცბურგი"), ველი კავლაკი ("რაპიდი"), პაულ შერნერი ("ვესტ ბრომვიჩ ალბიონი", ინგლისი);
თავდამსხმელები: მარკო არნაუტოვიჩი ("ვერდერი", გერმანია), მარტინ ჰარნიკი ("შტუტგარტი", გერმანია), ერვინ ჰოფერი ("კაიზერსლაუტერნი", გერმანია), მარკ იანკო ("ტვენტე", ჰოლანდია), როლანდ ლინცი ("აუსტრია"), შტეფან მაიერჰოფერი ("დუისბურგი", გერმანია), რომან ვალნერი ("ზალცბურგი").