ფრანგ ფეხბურთელებს ფსიქოლოგი დაეხმარება

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლორან ბლანის თქმით, გუნდთან პროფესიონალი ფსიქოლოგი იმუშავებს, რომელიც შიდა ატმოსფეროს დააკვირდება.

"ეს სპეციალისტი ადამიანურ ურთიერთობებში გარკვევაში დაგვეხმარება. თითოეული ფეხბურთელის შესახებ რაც შეიძლება მეტი უნდა ვიცოდე", - თქვა ბლანმა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, სამშაბათს ფსიქოლოგი ფეხბურთელებს წარუდგინეს, ხოლო ეროვნულ გუნდში ეს სპეციალისტი ნაკრების ექიმის ფაბრის ბრიანის ხელმძღვანელობით იმუშავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული