საქართველო-მალტა 1:0

AutoSharing Option
თბილისში ეროვნულ სტადიონზე მიმდინარეობს საქართველოსა და მალტის ნაკრებებს შორის ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის F ჯგუფის შეხვედრის მეორე ტაიმი. საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობს:

რევიშვილი, სალუქვაძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე, მერებაშვილი, ხიზანიშვილი, კობიაშვილი, გოგუა, ანანიძე, დვალიშვილი

მატჩი წვიმაში, მიმდინარეობს. პირველი ტაიმი ნელ ტემპში ჩატარდა. მალტელები თავს იცავენ. საქართველოს ნაკრებმა ერთ საშუალო სიმწვავის მომენტს თუ არ ჩავთვლით (გოგიტა გოგუას დარტყმა) შესვენებამდე მეტოქის კართან ხიფათი ვერ შექმნა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გიორგი მერებაშვილის ნაცვლად მოედანზე ალექსანდრე იაშვილი შეიყვანა, ხოლო ლადო დვალიშვილის
ნაცვლად - დავით სირაძე.

შესვენების შემდეგ, პირველ წუთებში, ტემპმა შედარებით იმატა და დაახლოებით ათწუთიანი ინტერვალით საქართველოს ნაკრებმა შექმნა ორი მომენტი: გოგუას თავური და იაშვილის დარტყმა მას მერე, რაც კალაძემ ჯარიმიდან ჩაწოდებული მას თავით დაუდგო. ამ ორი ეპიზოდის გარდა საქართველოს ნაკრების თამაში კვლავ უფერულია. მასპინძლებს თამაშის გამწვავება უჭირთ.

73-ე წუთზე თემურ ქეცბაიამ მესამე ცვლილებაც განახორციელა: ჯანო ანანიძის ნაცვლად მოედანზე მურთაზ დაუშვილი შეიყვანა.

მალტელებმა სწრაფი კონტრშეტევით კინაღამ გოლი შეაგდეს: დასარტყმელ პოზიციაზე შესულ ანდრე შკემბრს ნუკრი რევიშვილმა არ გაატანინა.

შეხვედრის ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე ნახევარმომენტი შექმნა.

მსაჯის დამატებულ პირველ წუთზე, შეტევის მარცხენა ფრთიდან კახა კალაძის ჩაწოდებულს დავით სირაძემ თავური დაარტყა და გოლი გაიტანა! საქართველოს ნაკრებმა სამი ქულა მოიპოვა!


მკითხველის კომენტარები / 14 /
მერებაშვილს რა უნდა ნაკრებშიო, დვალიშვილს რა უნდა ძირითადშიო..თქვე დალოცვილებო, ჯერ ერთი ეგ თქვით თქვენ ვინ გეგულებათ ამათზე მაგარი გარემარბი ან თავდამსხმელი და მერე დაარიგეთ ქეცბა...რა რესურსიცაა იმით ათამაშებს ტიპი გუნდს...აბა რაქნას თითონ ხომ ვერ ითამაშებს? ან რომ არ გამოიძახოს მერე ხომ იტყვით რატომ არ იძახებსო?ერთი და ორი თამაშით ხომ არ ისაზღვრება?თამაში არ წაუვიდათ თორემ არცერთია ცუდი მოთამაშე და არც მეორე
dato
13:46 11-10-2010
0
მერებაშვილს რა უნდა ნაკრებში ამიხსნის ვინმე?
miriani
01:15 11-10-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული