საქართველო-მალტა 1:0

AutoSharing Option
თბილისში ეროვნულ სტადიონზე მიმდინარეობს საქართველოსა და მალტის ნაკრებებს შორის ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის F ჯგუფის შეხვედრის მეორე ტაიმი. საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობს:

რევიშვილი, სალუქვაძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე, მერებაშვილი, ხიზანიშვილი, კობიაშვილი, გოგუა, ანანიძე, დვალიშვილი

მატჩი წვიმაში, მიმდინარეობს. პირველი ტაიმი ნელ ტემპში ჩატარდა. მალტელები თავს იცავენ. საქართველოს ნაკრებმა ერთ საშუალო სიმწვავის მომენტს თუ არ ჩავთვლით (გოგიტა გოგუას დარტყმა) შესვენებამდე მეტოქის კართან ხიფათი ვერ შექმნა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გიორგი მერებაშვილის ნაცვლად მოედანზე ალექსანდრე იაშვილი შეიყვანა, ხოლო ლადო დვალიშვილის
ნაცვლად - დავით სირაძე.

შესვენების შემდეგ, პირველ წუთებში, ტემპმა შედარებით იმატა და დაახლოებით ათწუთიანი ინტერვალით საქართველოს ნაკრებმა შექმნა ორი მომენტი: გოგუას თავური და იაშვილის დარტყმა მას მერე, რაც კალაძემ ჯარიმიდან ჩაწოდებული მას თავით დაუდგო. ამ ორი ეპიზოდის გარდა საქართველოს ნაკრების თამაში კვლავ უფერულია. მასპინძლებს თამაშის გამწვავება უჭირთ.

73-ე წუთზე თემურ ქეცბაიამ მესამე ცვლილებაც განახორციელა: ჯანო ანანიძის ნაცვლად მოედანზე მურთაზ დაუშვილი შეიყვანა.

მალტელებმა სწრაფი კონტრშეტევით კინაღამ გოლი შეაგდეს: დასარტყმელ პოზიციაზე შესულ ანდრე შკემბრს ნუკრი რევიშვილმა არ გაატანინა.

შეხვედრის ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე ნახევარმომენტი შექმნა.

მსაჯის დამატებულ პირველ წუთზე, შეტევის მარცხენა ფრთიდან კახა კალაძის ჩაწოდებულს დავით სირაძემ თავური დაარტყა და გოლი გაიტანა! საქართველოს ნაკრებმა სამი ქულა მოიპოვა!


მკითხველის კომენტარები / 14 /
გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ
სირაძე მგელიაააააააააა!!!!!! ეს კაცი სულ გოლებს იტანს როცა შემოდის!
torgva10
01:16 09-10-2010
0
საქმე მალტასა და სან-მარინოში არაა, ქართველობას მოგვენატრა გამარჯვება, სიხარული და ეს გვიხარია.
სირაძე დღეისათვის ყველაზე მაგარი მეგოლეა. ისრაელთან ტამაში გაამწვავა, ყველასთან და ყოველთვის მომენტებს ქმნის და ათამაშონ რა ეს დალოცვილი!
Japaneze
01:23 09-10-2010
0

სიახლეები პოპულარული