გასულ თებერვალში შევჩენკო აცხადებდა, რომ ზურგის ქრონიკული ტრავმის გამო ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ ეტყობა, ჯანმრთელობის მდგომარეობამ უკრაინელ ვეტერანს კარიერის გაგრძელების საშუალება მაინც მისცა.
ცოტაოდენი ანდრეი შევჩენკოს განვლილი კარიერის შესახებაც ვთქვათ. "შევამ" ფეხბურთის თამაში კიევის "დინამოში" დაიწყო, რომელთან ერთადაც ხუთჯერ უკრაინის ჩემპიონი გახდა და სამჯერ ქვეყნის თასს დაეუფლა. 1999 წელს, 22 წლისამ შევჩენკომ
2006-ში შევჩენკო ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასებს დაეუფლა. შემდეგ "შევა" "მილანში" ერთი სეზონით დაბრუნდა, ხოლო შარშან ზაფხულში მშობლიურ "დინამოს" შეუერთდა.
უკრაინის ნაკრებმა შევჩენკოსთან ერთად მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატში მეოთხედფინალამდე მივიდა. ხოლო მისი ინდივიდუალური ჯილდოების კოლექცია კი მართლაც უნიკალურია: უკრაინის ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი; უკრაინის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი; ჩემპიონთა ლიგის ორგზის საუკეთესო მეგოლე; იტალიის სერია A-ს ორგზის გოლეადორი; "ფრანს ფუტბოლის" ვერსიით მსოფლიოს 2005 წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მრავალი სხვა...
უკრაინის ნაკრებში ანდრეი შევჩენკომ 100 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა.