თუმცა, ამ შემთხვევაში ვარაუდი იმისა თუ ვინ შეცვლის "ჩელსის" კაპიტანს, ადვილია: ტერის ადგილს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ფერდინანდი
სწორედ ამიტომ იდენდა ვარჯიშებზე ცხრ პირ ოფლს ფერდინანდი. საქმე ის გახლავთ, რომ მისი ადგილი, ჩერნოგორიელთა წინააღმდეგ, ინგლისელთა შემადგენლობაში არ იყო - ცნობილი გახლდათ, რომ ინგლისის ნაკრების დაცვის ცენტრს ფილ ჯეგიელკა და ზემოხსენებული ტერი გაამაგრებდნენ, მაგრამ... ჯერ ჯეგიელკა დაშავდა (ორთავა კუნთი იტკინა), შემდეგ კი მას ტერი მიემატა.
მაშ ასე, გაირკვა: ერთი ცენტრალური მცველი ფერდინანდი იქნება, მაგრამ ვინ იქნება მეორე? მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ვეტერანს ჯოლიონ ლესკოტს შეუწყვილებენ. ცნობისათვის: 23 კცის შესავსებას ჯეგიელკას ნაცვლად კაპელომ შეკრებაზე გერი კეჰილი გამოიძახა, ხოლო ზურგმტკივანი აარონ ლენონის ადგილი სტიუარტ დაუნინგმა დაიკავა.
ზემოთ ვახსენეთ, რომ ფერდინანდი ვარჯიშებზე უკიდურეს მონდომებას ავლენდა. ამის მიზეზი ნაწილობრივ მოგახსენეთ, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი, როგორც ეტყობა, კაპიტნის სამკლავურის დაბრუნება გახლდათ.
ვარჯიშებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა დარენ ბენტმაც. ამბობენ, რომ თავდასხმაში უეინ რუნის მეწყვილე სწორედ ის იქნება. მან თავი სექტემბერში შვეიცარიელებთან შეხვედრაშიც გამოიჩინა - მოედანზე საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე შესულმა ინგლისელთა მესამე გოლი შეაგდო.
ბოლოს კი ისევ ტერის დავუბრუნდეთ. "ჩელსის" კაპიტანმა ნაკრების ბაზის დატოვებს წინ თქვა:
"ნეკნებში იდაყვს თითქმის ყოველ შეხვედრაში მირტყამენ. სანამ შეკრებაზე გამოვემგზავრბოდი რენტგენზე გავეშუქე და, მადლობა ღმერთს, სერიოზული დაზიანება არ გამოჩნდა, მაგრამ ზურგი დაცემინებაზეც კი ძალიან მტკივდება".