"სანი" დილიდანვე წრედა, რომ ტომ ჰიკსმა და ჯორჯ ჯილეტმა როგორც იქნა "ლივერპულის" გაყიდვაზე თანხმობა განაცხადეს - ჰიკსი და ჯილეტი, მოგეხსენებათ, მერსისაიდული კლუბის ამერიკელი მეპატრონეები არიან, რომელთა ხელში "ლივერპულს" დიდძალი ვალი დაუგროვდა და პრემიერლიგის ცხრილშიც შოკისმომგვრელად დაბალ, მე-18 პოზიციაზე დაეშვა.
მოკლედ მოგახსენებთ რა ხდება: როგორც იცით, ჰიკსს და ჯილეტს, კლუბის დირექტორატის ინგლისელი წევრები დაუპირისპირდნენ. ამერიკელ მეპატრონეებს დირექტორატის ორი წევრის შეცვლა და ახალი, მორჩილი დირექტორატის გადაწყვეტილებით "წითლების" აზიელი ბიზნესმენისთვის მიყიდვა უნდოდათ, მაგრამ
ეს New England Sports Ventures ამერიკული კორპორაციაა, რომელსაც ბიზნესმენი ჯონ ჰენრი უდგას სათავეში. ამრიგად "ენფილდ როუდზე" წარმოიშვა დაპირისპირება და შეიქმნა საშიშროება: თუ სასამართლო ჰიკსისა და ჯილეტის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, კლუბს გადაუხდელი ვალების გამო გაკოტრებულად გამოაცხადებდნენ და ადმინისტრატორებს გადასცემდნენ, რაც "ლივერპულისთვის" პრემიერლიგის ცხრილში 9 ქულის ავტომატურად ჩამოკლებასაც გამოიწვევდა. ერთი სიტყვით, გუნდი შავ დღეში ჩავარდებოდა და... სწორედ აქ გამოიჩინეს ჰიკსმა და ჯილეტმა დიდსულოვნება. მათ პირობა დადეს, რომ "ლივერპულს" ადმინისტრატორების ხელსი სასამართლოს არც ერთი გადაწყვეტილების შემთხვევაში არ ჩააგდებდნენ.
თუმცა, როდესაც ადამიანს ან ორგანიზაციას, ამ შემთხვევაში კლუბს უიღბლო პერიოდი უდგას, ეს მის ცხოვრებაზე მრავალმხრივ აისახება - მერსისაიდელებს ჰოლანდიის ნაკრებში გაშვებული დირკ კუიტი დაუშავდათ სერიოზულად. ჰოლანდიის ნაკრებმა შინ შვედებს მოუგო 4:1 და ამ შეხვედრაში "ლივერპულის" ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა შვედთა "დახმარების" გარეშე ფეხის დადგმის დროს ისე იტკინა კოჭი, რომ წლეულს ნამდვილად ვეღარ ითამაშებს. ჰოლანდიელთა თავკაცმა ბერტ ვან მარვიიკმა თამაშის დამთავრებისთანავე უთხრა ჟურნალისტებს:
"რაც ვნახე, სერიოზულ ნატკენს ჰგავდა".
"ლივერპულის" თავკაცს როი ჰოჯსონს კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია დანიიდან ჩამოუტანეს, სადაც დანიის ნაკრებმა კვირპოსს 2:0 მოუგო და ამ შეხვედრაში დანიელ აგერმა საზარდული დაიზიანა. აგერი 39-ე წუთზე შესაცვლელი გახდა და კვირას მისი მერსისაიდულ, უფრო ზუსტად კი ლივერპულის დერბიში მონაწილეობა გამორიცხულია.