იტალიას მოგება, სერბეთს - ცარიელი ტრიბუნები

AutoSharing Option
უეფას სადისციპლინო კომიტეტმა 7 ოქტომბერს, იტალია-სერბეთის მატჩისას მომხდარი ინცინდენტი განიხილა და ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო – სერბებს ტექნიკური მარცხი, 0:3 ჩაუთვალეს. შეგახსენებთ, სერბმა გულშემატკივრებმა საკუთარი აგრესიული ქმედებებით გენუაში სულ რამდენიმე წუთის დაწყებული თამაში ჩაშალეს.

სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია შეხვედრის გადათამაშებას ითხოვდა, მაგრამ ეს იმთავითვე უტოპიურად მოსჩანდა. უეფამ ვერდიქტი მატჩის ქართველი დირექტორის, დავით პეტრიაშვილის მოხსენების საფუძველზე გამოიტანა. სერბები მხოლოდ შეხვედრის წაგებით არ დასჯილან. ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ჯარიმის სახით 166 ათას ევროს გადაიხდის, სერბეთის ნაკრები კი მომავალ საშინაო მატჩს ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩაატარებს.
ასეთ უსიამოვნო სიტუაციაში გუნდი მომავალი წლის 25 მარტს, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

გენუური ამბიდან მთლად "მშრალად" ვერც იტალიელები გამოძვრნენ. ტექნიკური გამარჯვება აპენინელებს 144 ათასი ევრო დაუჯდათ. ამ ჯარიმას იტალიელები იმიტომ გადაიხდიან, რომ ამ ყბადაღებული მატჩის უსაფრთხო გარემოში ჩატარება ვერ შეძლეს.

უეფამ იმის პირობაც დადო, რომ ამიერიდან სერბი ქომაგები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ეყოლება აყვანილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული