სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია შეხვედრის გადათამაშებას ითხოვდა, მაგრამ ეს იმთავითვე უტოპიურად მოსჩანდა. უეფამ ვერდიქტი მატჩის ქართველი დირექტორის, დავით პეტრიაშვილის მოხსენების საფუძველზე გამოიტანა. სერბები მხოლოდ შეხვედრის წაგებით არ დასჯილან. ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ჯარიმის სახით 166 ათას ევროს გადაიხდის, სერბეთის ნაკრები კი მომავალ საშინაო მატჩს ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩაატარებს.
გენუური ამბიდან მთლად "მშრალად" ვერც იტალიელები გამოძვრნენ. ტექნიკური გამარჯვება აპენინელებს 144 ათასი ევრო დაუჯდათ. ამ ჯარიმას იტალიელები იმიტომ გადაიხდიან, რომ ამ ყბადაღებული მატჩის უსაფრთხო გარემოში ჩატარება ვერ შეძლეს.
უეფამ იმის პირობაც დადო, რომ ამიერიდან სერბი ქომაგები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ეყოლება აყვანილი.