პორტუგალიამ მოუ... რაიო?

AutoSharing Option

პორტუგალიური გაზეთი "ლა რეკორდი" ამტკიცებს, რომ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ჟოზე მოურინიოს ეროვნული გუნდის თავკაცად დანიშნავს... მხოლოდ ორი უახლოესი მატჩისთვის.

პორტუგალია მას შემდეგ უმწვრთნელოდაა, რაც ევრო-2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე უსახური სტარტისთვის კარლუშ კეირუში მოხსნეს. ახლა ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ ეროვნულ ნაკრებს ამ გამოუვალ მდგომარეობაში ჟოზე მოურინიო თუ იხსნის. კეირუში მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ეროვნულმა გუნდმა შინ კვიპროსის ნაკრები ვერ დაამარცხა, თანაც 4 გოლი გაუშვა და შემდეგ ნორვეგიაში წააგო. ოქტომბერში პორტუგალიის ნაკრები დანიის და ისლანდიის ნაკრებებს ეთამაშება და მოურინიოს იმედი სწორედ ამ მატჩებში აქვთ.

რა თქმა უნდა, მოურინიოს "რეალიდან" წასვლას არავინ სთხოვს.

როგორც ჩანს, ყველაფერი მართლაც სერიოზულადაა. პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჟილბერტუ მადაილი მადრიდში ჩავიდა მოსალაპარაკებლად. მადაილს სურს მოურინიოსთან და მის აგენტ ჟორჟე მენდეშთან შეხვედრა. ცხადია, ეს უცნაური კონტრაქტი არაფრით განხორციელდება, თუკი ორივე მხარეს "რეალის" ხელმძღვანელობის ნებართვა არ ექნება.

სხვათა შორის, ფედერაციას უკვე შეგულებული ჰყავს ნაკრების მომავალი თავკაცი - პაულუ ბენტუ. იმ შემთხვევაში, თუ მოურინიო წინადადებას შორს დაიჭერს, ბენტუ ახლავე გახდება გუნდის ახალი თავკაცი, თუ არადა მას წლის ბოლოს დაამტკიცებენ თანამდებობაზე. სხვათა შორის, ბენტუს კანდიდატურას მხარი საჯაროდ მოურინიომაც დაუჭირა. "ბენფიკასა" და "სპორტინგის" ყოფილი ნახევარმცველი, 41 წლის პაულუ ბენტუ ახლა "სპორტინგის" მთავარი მწვრთნელია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული