კრიშტიანო რონალდო: კრიტიკოსებზე დროს ვერ დავხარჯავ

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" მფლობელი კრიშტიანო რონალდო 2017 წელს ისე ვერ თამაშობს, როგორც ამ პრიზის მფლობელს ეკადრება. მას ხშირად აკრიტიკებენ და "რეალის" ბოლოდროინდელ მცირე კრიზისსაც რონალდოს სუსტი თამაშით ხსნიან. თუმცა თავად პორტუგალიელი ამბობს, რომ მას არც სურვილი აქვს და არც დრო, რომ კრიტიკოსების ნათქვამებს ყურადღება მიაქციოს.

"მე უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევ მათ", - განუცხადა მან ჩინურ გამოცემა Dongqiudi-ს. - "ვცდილობ, შევასრულო ჩემი სამუშაო და ვიყო ის, ვინც ვარ. ყველა ადამიანს ჰყავს მტერი და ასეთები მეც მყავს, ეს ნორმალურია. მაგრამ მე ყოველ ღამე
დასაძინებლად ძალიან ბედნიერი მივდივარ, ჩემი მტრებისგან განსხვავებით. ამ საქმეში იმისთვის არ ვარ, რომ ჩემი კრიტიკოსები გავახარო, არამედ იმისთვის, რომ ფანებს ვასიამოვნო და მათაც, ვისაც ვუყვარვარ".

მესისთან შედარება
კრიშტიანოს ლეო მესისთან ურთიერთობაზეც დაეკითხნენ: "ჩვენ მოწინააღმდეგეები ვართ საფეხბურთო მოედანზე, ინდივიდუალური პრიზების მოპოვებაში, მაგრამ არა ცხოვრებაში. ფეხბურთს გარეთ სავსებით ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ხალხი ძალიან ხშირად გვადრის ერთმანეთს, ზოგს მე მოვწონვარ, ზოგს - მესი.

ხალხს უყვარს ასეთი შედარებები, მათ ჩვენი შვილების შედარებაც კი დაიწყეს. თავად მე კი არ მიყვარს ასეთი შედარება, მაგრამ მსოფლიო ჩემ გარშემო ნამდვილად არ ტრიალებს. ასე ვიტყოდი, მესი და მე ორი განსხვავებული ტიპის ადამიანი ვართ, რომლებსაც საკუთარი საქმის კეთება კარგად გამოგვდის", - თქვა პორტუგალიელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული