"მე უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევ მათ", - განუცხადა მან ჩინურ გამოცემა Dongqiudi-ს. - "ვცდილობ, შევასრულო ჩემი სამუშაო და ვიყო ის, ვინც ვარ. ყველა ადამიანს ჰყავს მტერი და ასეთები მეც მყავს, ეს ნორმალურია. მაგრამ მე ყოველ ღამე
მესისთან შედარება
კრიშტიანოს ლეო მესისთან ურთიერთობაზეც დაეკითხნენ: "ჩვენ მოწინააღმდეგეები ვართ საფეხბურთო მოედანზე, ინდივიდუალური პრიზების მოპოვებაში, მაგრამ არა ცხოვრებაში. ფეხბურთს გარეთ სავსებით ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ხალხი ძალიან ხშირად გვადრის ერთმანეთს, ზოგს მე მოვწონვარ, ზოგს - მესი. ხალხს უყვარს ასეთი შედარებები, მათ ჩვენი შვილების შედარებაც კი დაიწყეს. თავად მე კი არ მიყვარს ასეთი შედარება, მაგრამ მსოფლიო ჩემ გარშემო ნამდვილად არ ტრიალებს. ასე ვიტყოდი, მესი და მე ორი განსხვავებული ტიპის ადამიანი ვართ, რომლებსაც საკუთარი საქმის კეთება კარგად გამოგვდის", - თქვა პორტუგალიელმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"