"რეალთან" მოგება იმ გულშემატკივრისთვის გვსურდა, ვინც "იუვენტუსთან" 85-ე წუთზე ტაშს გვიკრავდა"

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში მადრიდის "რეალთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- ლა ლიგა. XXXIII ტური: "ბარსელონამ" "ელ კლასიკო" მოიგო და გალიდერდა

"ძალიან რთული მატცი გამოვიდა. ორივე გუნდმა სწრაფ ტემპში ითამაშა და მომენტებიც მრავლად შეიქმნა. მადრიდის "რეალი" მსოფლიოს ერთ-ერტი საუკეთო კლუბია.

დღეს მოგება იმ გულშემატკივრისთვის გვსურდა, ვინც "იუვენტუსთან" 85-ე წუთზე ტაშს გვიკრავდა. ეს მართლაც დიდებული დღეა.

რაც შეეხება ლეო მესის, მე ბევრი ფეხბურთელი მინახავს, მაგრამ ის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესოა. მიხარია, რომ მან
"ბარსელონას" მაისურით 500 გოლის გატანა შეძლო. "ბარსა" დიდებული კლუბია და მის წარმატებაში მესის დიდი წვლილი მიუძღვნის", - თქვა ენრიკემ.

- ზინეზინ ზიდანი: ასეთ დროს გონება უნდა აამუშაო და მთელი გუნდით თავი დაიცვა
- "რეალის" კარში გატანილი გოლი ლიონელ მესისთვის "ბარსელონას" მაისურით მე-500 იყო
- ივან რაკიტიჩი: ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, მსაჯს რამოსი რომ არ გაეგდო
- ჟერარდ პიკე: "რეალი" სხვანაირ მსაჯობასაა მიჩვეული, რომელიც დღეს არ იყო
- სერხიო რამოსი ჟერარდ პიკეს: ბევრს ლაპარაკობ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული