კოპა დელ რეი. ფინალი: ლუის ენრიკე "ბარსელონას" თასით დაემშვიდობა

AutoSharing Option
27 მაისს "ვისენტე კალდერონზე" ესპანეთის თასის ფინალი გაიმართა.

"ბარსელონამ" "ალავესს" 3:1 მოუგო და ესპანეთის თასი ზედიზედ მესამედ დაისაკუთრა.

ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა - 30-ე წუთზე ლეო მესიმ ნეიმართან გაითამაშა ბურთი და შესანიშნავი გოლი გაიტანა, თუმცა სამ წუთში ტეო ერნანდესმა ფანტასტიკური საჯარიმო გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე ჯერ ნეიმარმა გაიტანა, შემდეგ მესის პასით - პაკო ალკასერმა.

ნეიმარმა პუშკაშის დროიდან პირველმა შეძლო ზედიზედ სამ ფინალში გატანა ესპანეთის თასზე. მესი კი პირველი ფეხბურთელია 1950 წლის შემდეგ, ვინც ოთხ ფინალში
შეძლო გოლის გატანა.

ამით ლუის ენრიკეს კარიერა "ბარსელონაში" დასრულებულია.

შაბათი. 27 მაისი
ბარსელონა-ალავესი 3:1
გოლები: 1:0 მესი (30), 1:1 ტეო ერნანდესი (33), 2:1 ნეიმარი (45), 3:1 ალკასერი (45+3)
მკითხველის კომენტარები / 8 /
მხოლოდ ფაქტებს!მესიმ მარტომ რომ მოუგო ,,რეალს" და მთელი დაცვა მიწაზე რომ აფორთხა,არ ითვლება?თუ ,,რეალი" "მხოლოდ ასეთი დონის" გუნდია? საიტის ხელმძღვანელობას!რატომ არ უშვებთ ამ კომენტარს?რაიმე უცენზურო წერია?
ზესტა
28 მაისი 2017 20:39
0
რეალს მე გაუტანე გოლები ხო?:დ ფაქტები
Max
28 მაისი 2017 20:29
0
გამოდის რეალი სუსტი მეტოქეა?? ათრია მთელი 90 წუთი ისე, რომ ფიზიკურადაც ვერ შეაჩერეს, აჩეხეს რასაც ქვია (სახეში, ფეხებში ა.შ).. თუ არადა სტატისტიკა მაინც ნახე მესის რომელ გუნდთან აქვს გატანილი ყველაზე მეტი გოლი და რონალდუს რომელთან, სირცხვილია უბრალოდ მაგის თქმა, მესის საუკეთესოა ისტორიაში და ამას ყველა დიდი ფეხბურთელი აღიარებს. არაა ეგ ირონია და შეურაცყოფა საჭირო
მხოლოდ ფაქტები
28 მაისი 2017 18:42
0
მხოლოდ ფაქტებს!მესიმ მარტომ რომ მოუგო ,,რეალს" და მთელი დაცვა მიწაზე რომ აფორთხა,არ ითვლება?თუ ,,რეალი" "მხოლოდ ასეთი დონის" გუნდია?
ზესტა
28 მაისი 2017 18:33
0
საპატრიარქოზე იყო. ღმერთი თამაშობდა და იმიტომ ))))))))))
დარეჯანს
28 მაისი 2017 14:46
0
მესი მხოლოდ ასეთი დონის გუნდებთანაა მაგარი.პსჟ-სთან,იუვეს-თან ნული იყო.ასევე ნაკრებში საერთოდ იკარგება.ასე რომ ბრწინვალება ცოტა სხვა რამეა.
მხოლოდ ფაქტები
28 მაისი 2017 14:38
0
რომელ არხზე იყო თამაში?
დარეჯანი
28 მაისი 2017 14:19
0
მესი ბრწყინვალე იყო.
სოსო
28 მაისი 2017 09:34
0

სიახლეები პოპულარული