კოპა დელ რეი. ფინალი: ლუის ენრიკე "ბარსელონას" თასით დაემშვიდობა

AutoSharing Option
27 მაისს "ვისენტე კალდერონზე" ესპანეთის თასის ფინალი გაიმართა.

"ბარსელონამ" "ალავესს" 3:1 მოუგო და ესპანეთის თასი ზედიზედ მესამედ დაისაკუთრა.

ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა - 30-ე წუთზე ლეო მესიმ ნეიმართან გაითამაშა ბურთი და შესანიშნავი გოლი გაიტანა, თუმცა სამ წუთში ტეო ერნანდესმა ფანტასტიკური საჯარიმო გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე ჯერ ნეიმარმა გაიტანა, შემდეგ მესის პასით - პაკო ალკასერმა.

ნეიმარმა პუშკაშის დროიდან პირველმა შეძლო ზედიზედ სამ ფინალში გატანა ესპანეთის თასზე. მესი კი პირველი ფეხბურთელია 1950 წლის შემდეგ, ვინც ოთხ ფინალში
შეძლო გოლის გატანა.

ამით ლუის ენრიკეს კარიერა "ბარსელონაში" დასრულებულია.

შაბათი. 27 მაისი
ბარსელონა-ალავესი 3:1
გოლები: 1:0 მესი (30), 1:1 ტეო ერნანდესი (33), 2:1 ნეიმარი (45), 3:1 ალკასერი (45+3)
მკითხველის კომენტარები / 8 /
მხოლოდ ფაქტებს!მესიმ მარტომ რომ მოუგო ,,რეალს" და მთელი დაცვა მიწაზე რომ აფორთხა,არ ითვლება?თუ ,,რეალი" "მხოლოდ ასეთი დონის" გუნდია? საიტის ხელმძღვანელობას!რატომ არ უშვებთ ამ კომენტარს?რაიმე უცენზურო წერია?
ზესტა
20:39 28-05-2017
0
რეალს მე გაუტანე გოლები ხო?:დ ფაქტები
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული