50 მილიონი ევრო მესის ერთგულებისთვის - ბონუსიც ასეთი უნდა!

AutoSharing Option
"სპორტი" წერს, რომ ლიონელ მესი ერთგულებისთვის და კონტრაქტის განახლებისთვის კლუბისგან 50 მილიონი ევროთი დაჯილდოვდება.

ამ ბონუსს არგენტინელი მაშინვე მიიღებს, როგორც კი ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს.

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი შეთანხმებულია - მესი 4+1-წლიან კონტრაქტს აფორმებს და მისი გამოსასყიდი თანხა 300 მილიონი ევრო იქნება. ახლა მხოლოდ მესის თაფლობის თვიდან დაბრუნებას ელიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მესის არავისთან შედარება არ შეიძლება
მესი არის ფეხბურთის ღმერთი!
ნეიტრალური გულშემატკივარი
08 ივლისი 2017 13:49
0
მესისითვის ყველაფერი ალალია, იმსახურებს ეს ადამიანი, მსგავს დაფასებას და ყურადღებას...ჩვენ კი დავტკბეთ იმით რომ მესის ეპოქაში ვცხოვრობთ...:)
giargi
08 ივლისი 2017 10:03
0
რონალდო პორტუგალიაში ეროვნული გმირია ნაკრებში 75 ბურთი აქვს გატანილი.თან მესისგან განსხვავებით ,რომელსაც ფულის გარდა არაფერი აინტერესებს, კაცია.შეეგუეთ რომ რეალი სუპერია,ხოლო რონალდო ფანტასტიკაა და ერთი თავით მაღლა დგას მესიზე
კიდევ ხმას იღებთ?
08 ივლისი 2017 09:29
0
მესიმ საკუთარი ფასიც იცის და ერთგულებისაც, განსხვავებით რონალდოსაგან,რომელმაც უნამუსოდ მიატოვა პორტუგალიის ნაკრები, რადგან ჩემპიონი და გმირი ვერ გახდა. მაშინ გაახსენდა რომ ბავშვები შეძენია.
b a r c e l o n a
07 ივლისი 2017 20:47
0
კი, ასეთი უნდა! თამაშიც ისე უნდა მესი რომ თამაშობს. გარდა ამისა ისიც გასათვალისწინებელია რამხელა რეკლამებს უკეთებს მესი ბარსას! კრუიფის შემდეგ, არავის იმდენი არ გაუკეთებია გუნდის სახისათვის, როგორც მესიმ. მესი არის ბარსა, ბარსა არის მესის სახით, ბოლი ათწლეული მაინც. მესის ჯანმრთელობა და ოჯახური ბედნიერება!
gg
07 ივლისი 2017 17:53
0
ამას ყველა ნორმალურისთვის ერთგულება კი არა შანტაჟი ქვია.უძღებ შვილს სანამ იმდენი ფული არ მისცეს რამდენიც უნდოდა მანამ ხელი არ მოუწერა.ბარსამ კაცად აქცია. მაგრამ აღზრდა რას უშველის თუ ბუნებამ არ უშველა
კაცი
07 ივლისი 2017 16:21
0

სიახლეები პოპულარული