კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და გუნდს შეუერთდება.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსელონა" სემედუში 30 მილიონ ევროს გადაიხდის და ფეხბურთელის წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში, "ბენფიკას" ანგარიშზე კიდევ 5 მილიონს ჩარიცხავს.
ნელსონ სემედუ "ბენფიკაში" 2015 წლიდან თამაშობდა. ლისაბონელთა მაისურით მან 64 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
ამრიგად, კატალონიურმა გუნდმა მარჯვენა მცველის პრობლემა მოაგვარა და ახლა "ბარსას" წარმომადგენლებს შეუძლიათ ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერებაზე გადაერთონ.