ფლორენტინო პერესი: "რეალის" ნამდვილი კონკურენტი "მილანია"

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, "მილანის" მესვეურები ძალიან აქტიურობენ. ლომბარდიულმა გრანდმა ტრანსფეებში უკვე დახარჯა 210 მილიონი ევრო და ეს ჯერ კიდევ არაა დასასრული - დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში "როსონერის" შეუერთდება ანდრეა ბელოტი.

"მილანში" გადასვლასთან ახლოა ნიკოლა კალინიჩიც - სატრანსფერო დანახარჯი სავარაუდოდ 300 მილიონ ევროს მიაღწევს. რთული სათქმელია თუ როგორ ფეხბურთს ითამაშებს "მილანი", მაგრამ ფაქტია, რომ კლუბის ახალმა მესვეურებმა საქმეს სერიოზულად მოკიდეს ხელი. ამ თემას იტალიის საზღვრებს გარეთაც მოჰყვა რეზონანსი - "მილანის" სატრანსფერო აქტიურობას თვით მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გამოეხმაურა:

"სასიხარულოა "მილანის"
გააქტიურება სატრანსფერო ბაზარზე - როგორც ჩანს, იტალიური გრანდი ბრუნდება. ბოლო 50 წლის განმავლობაში, სწორედ "მილანი" იყო "რეალის" ნამდვილი კონკურენტი და არა "ბარსელონა", ან რომელიმე სხვა გუნდი".

"მილანის გააქტიურებას პირველად გამოეხმაურა კლუბის ყოფილი მფლობელი

სილვიო ბერლუსკონი: "ყოველთვის იმას ვამბობდი, რომ კლუბს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავასხვისებდი, თუ საიმედო ხალხს მოვძებნიდი. წლების განმავლობაში, არაერთი ბიზნესმენი თუ კომპანია დაინტერესდა კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის შეძენით, მაგრამ თითოეულ მათგანს უარი ვუთხარი - იყო შემთხვევები, როდესაც მოლაპარაკება წამოვიწყეთ და შემდეგ, პროცესში მივხვდი რომ სარისკო ნაბიჯს ვდგამდი.

მაგალითად, ასე მოხდა ბი ტეჩაუბოლის შემთხვევაში - ის კარგი პიროვნებაა და ნამდვილად სურდა "მილანის" შეძენა. ჰქონდა გათვლები და მომავლის იმედი, მაგრამ რეალურად, მას არ ჰქონდა საკმარისი ფინანსური რესურსი კლუბის ასაღორძინებლად. მაშინ, ბევრს ეწყინა, რომ შეთანხმება ჩაიშალა, მაგრამ ასე "მილანის" ინტერესების გათვალისწიმებით მოვიქეცი.

კლუბი მივყიდე იმ კონსორციუმს, რომელმაც 100%-იანი გარანტია მომცა, რომ კლუბში დიდძალი ინვესტიცია ჩაიდებოდა. მართალია, აღარც "მილანის" მფლობელი ვარ და არც პრეზიდენტი, მაგრამ ეს არ არის მთავარი - "როსონერის" ჩემი გული ეკუთვნის და ამიტომ, გუნდის გაძლიერება მეც რიგითი ქომაგივით მახარებს. ფასონე და მირაბელი კარგად მუშაობენ - უკვე ბევრი კარგი ტრანსფერი გაჩარხეს და ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრად
2010 მილიონი ევრო
2 მილიარდ 10 მილიონია
avtors
16:18 21-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული