180 მილიონი მბაპეში - ზიდანი, ფიგუ და რონალდო ან კრიშტიანო რონალდო და ბეილი ერთად

AutoSharing Option
"მარკა" იუწყება, რომ მადრიდის "რეალმა" პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია "მონაკოსთან" 18 წლის კილიან მბაპეს ტრანსფერზე. თუ არ ჩავთვლით, ნეიმარის სავარაუდო გადასვლას "ბარსელონადან" პსჟ-ში (222 მილიონი ევრო), ფრანგი ფორვარდის ტრანსფერი პოლ პოგბას მსოფლიო რეკორდს დაამხობს და მას 75 მილიონით გააუმჯობესებს.

"რეალი" "მონაკოს" 160 მილიონ ევროს გადაუხდის, 20 მილიონს კი მონეგასკები ბონუსების სახით მიიღებენ (შესაძლოა, ბონუსებმა 30 მილიონსაც კი მიაღწიონ). "მონაკო" სწორედ 190 მილიონ ევროს ითხოვდა ვუნდერკინდის სანაცვლოდ. ტრანსფერზე დასტური ზინედინ ზიდანმაც გასცა, რომელიც ლოს ანჯელესში შეხვდა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსა და გენერალურ
დირექტორ ხოსე ანხელ სანჩესს.

შეგახსენებთ, რომ ტრანსფერი მას მერე გახდა სავარაუდო, რაც ალვარო მორატა 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა. ამის შემდეგ მბაპეს მიეცა შანსი მადრიდულ BBC-ის (ბეილი, ბენზემა, რონალდო) სასტარტოსთვის კონკურენცია გაუწიოს მეოთხე ფორვარდის სტატუსით. მორატას ყოფნის შემთხვევაში ეს გამორიცხული იყო, ამიტომ განიხილავდნენ მბაპეს ყიდვას და მის 1-წლიანი იჯარით გაშვების (ისევ "მონაკოში") ვარიანტსაც.

მბაპე 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს უახლოეს დღეებში და წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს. არც ისე დიდი ხნის წინათ, "მონაკო" ფიფაში ჩივილით იმუქრებოდა, გრანდები კლუბის უკითხავად ცდილობენ ტრანსფერის გაჩარხვასო. მონეგასკები "სიტის" და პსჟ-ს სდებდნენ ბრალს ამაში, მაგრამ არა "რეალს".

თუკი მბაპე გადავა "რეალში", პსჟ-ში ნეიმარის ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური გახდება, რადგან პარიზელებს მბაპეს ხელში ჩაგდებაც ძალიან სურდათ. მეტიც, ეს სავარაუდო ტრანსფერი მათთვის პრიორიტეტული იყო. ახლა პარიზელები აღარ დაუშვებენ, რომ ნეიმარიც დაკარგონ.

მბაპეს "მონაკოსთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან 44 მატჩში 26 გოლი გაიტანა.

თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა...
... მბაპეში გადასახდელი ფულით (180 მილიონი ევრო) "რეალმა" თავის დროზე ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ და რონალდო ნაზარიო იყიდა.

... მბაპეში გადასახდელი ფულით "რეალმა" კრიშტიანო რონალდო და გარეთ ბეილი შეიძინა.

... მსოფლიოს რეკორდი, რომელიც "იუნაიტედს" ეკუთვნის პოგბას ტურინის "იუვენტუსისგან" 105 მილიონ ევროდ ყიდვით, 75 მილიონით გაუმჯობესდება.

სხვათა შორის, "მარკას" მკითხველთა 66% მიიჩნევს, რომ ფრანგ თინეიჯერში ამხელა თანხის გადახდა არ ღირს.

რას ამბობს მონაკო
"მონაკოში" არ ადასტურებენ გუშინ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს, კილიან მბაპეს ტრანსფერი "რეალში" შეთანხმებულია. უარყოფამ გაიჟღერა ფრანგულ გამოცემებსა და "სქაი სპორტსში", თუმცა ტრანსფერის შესახებ არაფერი უთქვამს, "მონაკოს" რომელიმე ოფიციალურ პირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უაზეო სატრანსფერო ფასები: არც ბეილი, არც ხემეს როდრიგესი, მორატა, იგუაინი, პოგბა (ნეიმარიც კი) არ ღირდნენ იმ ფულად რაც გადაიხადეს. ახლა კი საერთოდ სიგიჟე მბაპეში 180 მლნ. მარკეტინგულადაც ვერ გაამართლებს ეს ბიჭი და . . . დაუყენებენ ერთ ჯანიან 10 მლნ-იან მცველს და მორჩა. მხოლოდ კრიშტიანუმ გაამართლა ის თანხა რაც გადაიხადეს. მესიც გაამართლებდა საყიდელი რომ ყოლოდა ბარსას. დანარჩენი კი . . . ფინანსური მაქინაციებია ეს ყველაფერი და Fეხბურთი კი კარგავს მთავარს - სანახაობას. 3 წლის მერე მბაპეს ელის რობინიოს ბედი - (ძალიან გვანან თამაშის სტილითაც) სანამ ფიზიკა ხელს უწყობთ "ფინტაობენ" მაგრამ ასაკი რომ ემატებათ აშკარად ჩნდება რომ საფეხბურთო ინტელექტი ნუკუს ტოლი აქვთ.
0
ხო ადასტურებს ფეხბურთი, რომ ფულის გათეთრების მექაა. პლანეტის 40% სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს და შიმშილიბს, ადამიანები უფულობის გამო ოპერაციებს ვერ იკეთებენ და კვდებიან, ამ სირბალაში 160 მილიონს იხდიან, ღირდეს მაინც?! ამ ფულით ესპანეთის 10 ახალგაზრდა ტალანტს იყიდიდნენ და საკუთარი ქვეყნის პრესტიისთვია თავს გაწირავდნენ მოედანზე. ზიდანი ალჟირელებს მაგრად ქაჩავს. ფიფამ აუცილებლად უნდა დააწესოს ფინანსური შესღუდვები ტრანსფერებზე.
ქუთაისელი
16:24 26-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული